აქტუალური თემის ანალიზი 45.2018

სანქციები ირანის წინააღმდეგ და მისი შესაძლო შედეგები

აქტუალური თემის ანალიზი 45.2018

აქტუალური თემის ანალიზი 45/2018

სანქციები ირანის წინააღმდეგ და მისი შესაძლო შედეგები

პოლიტიკის, ეკონომიკისა და საზოგადოების კვლევის ფონდის SETA-ს მკვლევარი

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ობამას პერიოდში ხუთს პლიუს ერთის ფორმატში ჩატარებული მოლაპარაკებების შედეგად ხელმოწერილი ბირთვული შეთანხმების ცალმხრივად დატოვების შემდეგ, აშშ-ს ხაზინის სამინისტრომ ირანის წინააღმდეგ სანქციების პირველი ეტაპი 7 აგვისტოს აამოქმედა. ირანის წინააღმდეგ სანქციების მეორე ეტაპი კი აშშ-ს ხაზინის სამინისტროს მიერ მოცემული 180 დღიანი ვადის ამოწურვის შემდეგ 5 ნოემბერს ამოქმედდა. ამერიკის სანქციები განსაკუთრებით ირანის ენერგო, საბანკო, ლოჯისტიკურ, სადაზღვევო კომპანიებს მოიცავს.

ამერიკის შეერთებული შტატების მიერ პირველ ეტაპზე გამოცხადებული სანქციებით დაბრკოლება შეექმნა ირანის ამერიკულ დოლართან წვდომას, სახელმწიფო ობლიგაციების გაყიდვას, ოქროს და სხვა ძვირფასი  ლითონების და ფოლადის, ალუმინის, ქვანახშირის მსგავსი მეტალით ვაჭრობას, სამგზავრო თვითმფრინავის ან მისი ნაწილების იმპორტირებას. სანქციების მეორე ეტაპზე კი საერთაშორისო შეზღუდვები დაუწესეს ირანის ეროვნული ნავთობის კომპანიას, ირანის ნავთობით ვაჭრობის კომპანიასა და ეროვნული ტანკერების კომპანიას და სანქციები დაწესდება ასევე ირანისგან ნავთობის და მისი პროდუქციის შესყიდვებზე.

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბირთვული შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლით ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მუხლი მსოფლიო მასშტაბით ბანკებს შორის  ელექტრონული ფონდების ტრანსფერის უზრუნველმყოფი სისტემა  SWİFT გახდა. SWİFT-ის ცენტრში გაკეთებულ განცხადებაში ნათქვამია: „SWİFT-მა ზოგიერთი ირანული ბანკის სისტემასთან წვდომა შეაჩერა.“ ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ფინანსური ორგანიზაციებია. უცხოური საფინანსო ორგანიზაციების ირანის ცენტრალურ ბანკთან და ზოგიერთ ირანულ საფინანსო ორგანიზაციასთან ოპერაციები შეიზღუდა. ამასთანავე სანქციების ასპექტში 700-ზე მეტი ირანელი პიროვნება და ორგანიზაცია აშშ-მა შავ სიაში შეიტანა.

ირანის წინააღმდეგ დაწესებული ყველა სანქციის მიუხედავად თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა განაცხადა: „ირანს ამჟამად არსებულზე მეტ სანქციებს დავუწესებთ. ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას მმართველობის დროს დაწესებული სანქციების დონით არ შემოვიფარგლებით.“     

აშშ-ს მიერ დაწესებული სანქციებისგან დროებით 8 ქვეყანა გათავისუფლდა, მათ შორის ჩინეთი, ინდოეთი, იტალია, საბერძნეთი, თურქეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი და სხვა. აღნიშნულ სანქციებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა აღნიშნა: „ამ სანქციების საკითხზე ყველაფერი ნათელი არ არის, მაგრამ ჩვენ ეს სანქციები სწორად არ მიგვაჩნია, რადგანაც ჩვენი აზრით, ყველა სანქცია მსოფლიოს ბალანსის მორღვევისკენ გადადგმული ნაბიჯია. ისინი საერთაშორისო სამართალსა და დიპლომატიასაც ეწინააღმდეგება. უკვე მსოფლიოს უნდა მშვიდობაზე დამყარებული პროცესი ჰქონდეს ანუ არ გვინდა იმპერიულ მსოფლიოში ცხოვრება, არ გვინდა იმპერიალისტურ ზეწოლაში ცხოვრება. გვინდა მსოფლიო, სადაც ადამიანები უფრო მშვიდად და უსაფრთხოდ იცხოვრებენ. არ უნდა იყოს ასე: მე შესაძლებლობა და ძალა მაქვს და ყველაფრის გაკეტება შემიძლია. ამჟამად გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირი და ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანა დადებითად არ უდგება. ამ საკითხზე ყველა განსხვავებულ წერტილშია.“

პრეზიდენტმა ერდოღანმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ თურქეთი ირანისგან ენერგო რესურსების იმპორტს ახდენს და დაამატა: „სანქციების საკითხზე ჩვენი პოზიცია ყოველთვის ნათელი იყო. განსაკუთრებით ნავთობის საკითხზე ჩვენ ყოველთვის ამას ვამბობთ, ეს უალტერნატივოა, ამის გამო სანქციებს კატეგორიულად არ ვემორჩილებით. ჩვენ აქედან 10 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს ვყიდულობთ. თუ ჩვენ ამ გაზს არ შევიძენთ, მე ჩემს მოქალაქეებს ზამთარში გავყინავ? ჩვენ ასეთ რამეს არ დავემორჩილებით, არ ვაღიარებთ.“

ირანის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს არალეგალური უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. სანქციების წინააღმდეგ გამოვიდნენ ასევე საფრანგეთი, ჩინეთი და გერმანიაც. თუმცა აშშ-ის მსოფლიო მასშტაბით ძალის, ჰეგემონიისა და გავლენის გამო წინააღმდეგ გამოსული ქვეყნების მნიშვნელოვანმა კომპანიებმა განაცხადეს, რომ სანქციებს დაემორჩილებიან.



მსგავსი ინფორმაციები