კოალიცია სირიაშიც ბომბავს სამოქალაქოებს

მათ გუშინდელ საჰაერო ოპერაცის 20 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა

კოალიცია სირიაშიც ბომბავს სამოქალაქოებს

 

სირიის დეირიზორის ოლქის პოლიციის დეპარტამენტის განცხადებით, კოალიციური ძალების ბომბდამშენებმა მორიგი საჰაერო ოპერაცია განახორციელეს ერაყის მოსაზღვრე ჰეჯჯინის დასახლებაზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, რომლებიც ჯერ კიდევ რადიკალისტური ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის კონტროლ ქვეშ არის და ამ თავდასხმის შედეგად 20 სამოქალაქო პირი დაიღუპა, რომელთა შორის ქალები და ბავშვებიც არიან.

ამავე ცნობით, კოალიციის მსგავს დაბომბვებს 18-25 ოქტომბერს შორის ამავე რეგიონში, მთლიანობაში 53 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

კოალიცია კი თავს იმართლებს, რომ მათმა სამხედრო ავიაციამ არა სამოქალაქოები, არამედ, დეაშის ობიექტები დაბომბეს.

რეგიონიდან მიღებული მეორე ცნობით, ქურთული ტერ ორგანიზაცია YPG / PKK-ა სარგებლობს რა დეირიზორის გარშემო შექმნილი არეული ვითარებით, აშშ-ს დახმარებით ცდილოს დეაშისგან ხსენებული ტერიტორიების განთავისუფლებას და თავიანთ კონტროლზე აყვანას.

აშშ-ს სამხედრო მხარდაჭერით ქურთებმა უკვე სირიის მთლიანი ტერიტორიის 28%-ი კონტროლზე აიყვანეს და ჩრდილოეთ ერაყის მსგავსად, სირიის ჩრდილოეთშიც ავტონომიური სუბიექტის შექმნას გეგმავენ.

რაც შეეხება დამარცხებულ დეაშს, მათი ოკუპაციის ქვეშღა დარჩა სირიის ტერიტორიის მხოლოდ 3.3%-ი



მსგავსი ინფორმაციები