ჯეიმს ჯეფრიმ პოზიცია შეიცვალა

“PYD-ე, პკკ-ას სირიული ფრთაა, მაგრამ, იგი არ არის ტერ ორგანიზაცია“

ჯეიმს ჯეფრიმ პოზიცია შეიცვალა

 

ამერიკის შეერთებული შტატების  სპეციალური წარმომადგენელი სირიაში ჯეიმს ჯეფრი, სიტყვით გამოვიდა ამერიკული "Defense One" მედია ორგანიზაციების ყოველწლიური  თავდაცვის სამიტზე და შეფასება მისცა რა აშშ-ს ურთიერთობებს ქურთულ ტერ ორგანიზაცია PYD / YPG / PKK-თან, თქვა, რომ ისინი სირიაში თანამშრომლობენ PYD-თან, რომელიც მართალია პკკ-ას სირიულ ფრთას წარმოადგენს, მაგრამ, ამერიკელები მას “ტერორისტულ ორგანიზაციად" არ აღიარებენ.

მისივე თქმით, სირიის კონტექსტში მათ აუცილებლად უნდა ითანამშრომლონ როგორც თურქეთთან, ასევე PYD/YPG/PKK-თანაც.

მანვე პასუხი გასცა რა კითხვას, ანკარის მხრიდან სირიაში მოქმედი ქურთული ორგანიზაციის PYD-ს ტერორისტულად აღიარების თაობაზე, თქვა: "ეს არის საკმაოდ რთულად ასახსნელი. ერთის მხრივ თურქეთის აქტიური მონაწილეობის, თანამშრომლობისა და კოორდინაციის გარეშე ჩვენ ვერ მივაღწევდით დღევანდელ წარმატებებს სირიაში, ხოლო მეორეს მხრივ ადგილობრივი ძალები და მათი ჩვენთან აქტიური პარტნიორობა რომ არ ყოფილიყო, სირიის ჩრდილოეთში DEAŞ-ის წინააღმდეგ ვერ გავიმარჯვებდით. ეს ადგილობრივი ძალა, სირიის ჩრდილოეთში მოქმედი ქურთული დაჯგუფება PYD-ე არის, რომელთანაც ჩვენ 2014 წლის აქეთ ვთანამშრომლობთ და რომელიც მართალია პკკ-ას სირიულ ფრთას წარმოადგენს, მაგრამ, მას “ტერორისტულ ორგანიზაციად" არ ვაღიარებთ. ვიცით, რომ  ეს ძალიან მტკივნეული საკითხია ანკარისთვის, მაგრამ, ჩვენ მაინც ჯერ ჯერობით მათ პოზიციაზე ვერ ვდგებით. ჩვენ თურქებს ვუთხარით, რომ ეს არის დროებითი სავაჭრო თანამშრომლობა YPG / PKK-თან და მას გარკვეული პირობებიც დავამატეთ, რაც კარგად ვერ ავუხსენით მოკავშირე თურქეთს, რამაც საბოლოო ჯამში სირიის ჩრდილოეთ ნაწილში დაძაბულობა წარმოშვა თურქ და ამერიკელ სამხედროებს შორის“.

სირიის სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნამდე, ჯეფრიმ მრავალ საერთაშორისო პლატფორმაზე რამდენჯერმე განაცხადა, რომ YPG/PYD არის PKK-ს სირიული ფრთა და ამიტომ ისიც ტერორისტულს წარმოადგენს, მაგრამ, სპეციალურ წარმომადგენლად დანიშვნის შემდეგ ეს პოზიცია შეიცვალა, რამაც დიდი კამათები გამოიწვია



მსგავსი ინფორმაციები