ისრაელ-ირანს შორის მუქარის შემცველი განცხადებების გაკეთება გრძელდება

ისრაელ-ირანს შორის მუქარის შემცველი განცხადებების გაკეთება გრძელდება

ისრაელ-ირანს შორის მუქარის შემცველი განცხადებების გაკეთება გრძელდება

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ, ირანის განცხადება: „იმ შემთხვევაში თუ აშშ ჩვენ თავს დაგვესხმება, ჩვენც თელ-ავივს და ხაიფას მიწასთან გავასწორებთ“, მკაცრად დაგმო. „თუ ირანი, თელ-ავივის და ხაიფას მიწასთან გასწორების მცდელობას დააპირებს, ეს მათი  ისლამური რევოლუციის წლისთავის  აღნიშვნის ბოლო წელი იქნება. ირანისგან მომავალი საფრთხე გაუთვალისწინებელი არ ინდა იყოს მაგრამ, ჩვენ მისი არ გვეშინია“, განაცხადა ისრაელის პრემიერმა. შეგახსენებთ, რომ  „ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“-ს მეთაურმა, იადულლაჰ ჯავანიმ ირანის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო,  IRNA-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ აშშ,  ირანზე თავდასხმას განახორციელებს, მაშინ მათაც თელ-ავივსა და ხაიფას მიწასთან გაასწორებენ.


საკვანძო სიტყვები: დაგმობა , განცხადება , ირანი , ისრაელი

მსგავსი ინფორმაციები