ყოფილი ფეხბურთელი პრეზიდენტი გახდა

ჯორჯ ვაა ლიბერიას 6 წლის განმავლობაში უხელმძღვანელებს

ყოფილი ფეხბურთელი პრეზიდენტი გახდა

 

აფრიკული ფეხბურთის ერთ-ერთი დაუვიწყარი სახელი, ჯორჯ ვაა, ლიბერიაში  არჩევნების დასრულების შემდეგ,   ქვეყნის ახალი პრეზიდენტი გახდა.

იგი ერთადერთი აფრიკელი ფეხბურთელია, რომელსაც საფეხბურთო ჟურნალის, France Football-ის მხრიდან დაწესებული Ballon d’Or-ის პრიზი ერგო.

მის გარდა ლიბერიის პრეზიდენტობა სურდა კიდევ 18 კანდიდატს და ჯორჯ ვაა ნობელის პრემიის მფლობელ ელლენ ჯონსონ სირლეფს შეცვლის, რომელიც 12 წელი იყო რაც ქვეყანას მართავდა.

ლიბერიაში პრეზიდენტის არჩევნები 6 წელიწადში ერთხელ იმართება და ვაას კანდიდატობა ჰქონდა წარდგენილი 2005 და 2011 წლის არჩევნებში.  

51 წლის ვაჰა 1995 წელს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელად აირჩიეს და ამავე დროს ოქროს ბურთის (Ballon d'Or) მფლობელიც გახდა.

მან სულ 478 მატჩი ითამაშა და 193 გოლი გაიტანა



მსგავსი ინფორმაციები