ევრო 2020-ის შესარჩევში საქართველოს და თურქეთის მეტოქეები ცნობილია

საქართველო D, ხოლო თურქეთი H ჯგუფში ასპარეზობს

166283.jpg

დღეს, დუბლინში ევრო 2020-ის შესარჩევის წილისყრა გაიმართა რა,  საქართველოს და თურქეთის ეროვნული საფეხბურთო  ნაკრების მეტოქეები გაირკვა. ევრო 2020-ის შესარჩევში საქართველოს  მეტოქეები D ჯგუფში  შვეიცარია, დანია, ირლანდია და გიბრალტარი გახდნენ. თურქეთის კი, რომელიც  H ჯგუფში  ასპარეზობს,  შესარჩევ ეტაპზე  საფრანგეთს, ისლანდიას,  ალბანეთს, მოლდოვას და  ანდორას შეხვდება.

ჯგუფები ასე  დაკომპლექტდა:

A ჯგუფი

ინგლისი, ჩეხეთი, ბულგარეთი, მონტენეგრო, კოსოვო

B ჯგუფი

პორტუგალია, უკრაინა, სერბეთი, ლიეტუა, ლუქსემბურგი

C ჯგუფი

ჰოლანდია, გერმანია, ჩრდილოეთ ირლანდია, ესტონეთი, ბელარუსი

D ჯგუფი

შვეიცარია, დანია, ირლანდია, საქართველო, გიბრალტარი

E ჯგუფი

ხორვატია, უელსი, სლოვაკეთი, უნგრეთი, აზერბაიჯანი

F ჯგუფი

ესპანეთი, შვედეთი, ნორვეგია, რუმინეთი, ფარერის კუნძულები, მალტა

G ჯგუფი

პოლონეთი, ავსტრია, ისრაელი, სლოვენია, მაკედონია, ლატვია

H ჯგუფი

საფრანგეთი, ისლანდია, თურქეთი, ალბანეთი, მოლდოვა, ანდორა

I ჯგუფი

ბელგია, რუსეთი, შოტლანდია,  კვიპროსი, ყაზახეთი, სან მარინო

J ჯგუფი

იტალია, ბოსნია და ჰერცოგოვინა, ფინეთი, საბერძნეთი, სომხეთი, ლიხტენშტეინი

შესარჩევი ეტაპის მატჩების განრიგი კი შემდეგნაირია:

I ტური. 21-23 მარტი

II ტური. 24-26 მარტი

III ტური. 7-8 ივნისი

IV ტური. 10-11 ივნისი

V ტური. 5-7 სექტემბერი

VI ტური. 8-10 სექტემბერი

VII ტური. 10-12 ოქტომბერი

VIII ტური. 13-15 ოქტომბერი

IX ტური. 14-16 ნოემბერი

X ტური. 17-19 ნოემბერი

მეორეს მხრივ UEFA-ს ერთა ლიგის პლეი-ოფის მატჩების თარიღი ასეთია:

წილისყრა: 2019 წლის 22 ნოემბერი

პლეი-ოფის ნახევარფინალური მატჩები:  2020 წელი 26-28 მარტი

პლეი-ოფის ფინალები: 2020 წელი 29-31 მარტი


საკვანძო სიტყვები: მეტოქეები , თურქეთი , საქართველო , EURO 2020

მსგავსი ინფორმაციები