ლუჩესკუსთან ხელშეკრულება გაუქმდა

მას კომპენსაცია არ გადაეხდება

ლუჩესკუსთან ხელშეკრულება გაუქმდა

 

თურქეთის ფეხბურთის ფედერაციის დირექტორთა საბჭომ, ეროვნული ნაკრების ტექნიკურ მწვრთნელ, რუმინელ მირჩა ლუჩესკუსთან პირისპირი შეხვედრაზე მასთან არსებული ხელშეკრულება  ურთიერთშეთანხმების პრინციპზე ბათილად სცნო და ამიტომ კომპენსაციაც არ გადაეხდება.

ფედერაციიდან გავრცელებული წერილობითი განცხადებით, დირექტორთა საბჭომ ლუჩესკუს მადლობა გადაუხადა თურქეთში მუშაობისათვის და მომავალ კარიერაში წარმატებები უსურვა.

სპეციალისტთა აზრით, რუმინელი მწვრთნელის ადგილს სავარაუდოდ შენოლ გუნეში დაიკავებს, რომელიც ამჟამად სტამბოლის ბეშიქთაშის საფეხბურთო კლუბის ტექნიკურ მწვრთნელს წარმოადგენს.

თურქეთის ეროვნული ნაკრები უახლოეს ხანებში პირველ ოფიციალურ მატჩს, 22 მარტს  ალბანეთში გამართავს



მსგავსი ინფორმაციები