ამერიკამ ტერ ორგანიზაციების ლეგიტიმაცია უნდა შეწყვიტოს

ამერიკამ ტერ ორგანიზაციების ლეგიტიმაცია უნდა შეწყვიტოს

ამერიკამ ტერ ორგანიზაციების ლეგიტიმაცია უნდა შეწყვიტოს

თურქეთის პრეზიდენტის პერს სპიკერმა იბრაჰიმ ქალინმა განაცხადა, რომ ამერიკამ ტერ ორგანიზაციების ლეგიტიმაცია უნდა შეწყვიტოს. ქალინმა აშშ-ს ცენტრალური ძალების სარდლობის CENTCOM მხრიდან სოციალურ ქსელ Twitter-ის მეშვეობით PKK-ს და  PYD/YPG-ს შესახებ გავრცელებული განცხადება Twitter-ის მეშვეობით გაკეთებულ განცხადებაში გააკრიტიკა. „ეს ერთგვარი ხუმრობაა, თუ აშშ-ს ცენტრალურმა ძალების სარდლობამ ლოგიკა დაკარგა? ნუთუ მართლა ფიქრობენ რომ ამას ვინმე დაიჯერებს? ამერიკამ ტერ ორგანიზაციების ლეგიტიმაცია უნდა შეწყვიტოს,“ ნათქვამია ქალინის განცხადებაში.  CENTCOM-მა გუშინ Twitter-ის მეშვეობით განაცხადა, რომ მათ პკკ-ს PYD-სთან არანაირი კავშირი არ აქვს. მეორეს მხრივ გუშინ ასევე აშშ-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოველდღიურ პრესკონფერენციაზე მარკ ტონერმა განაცხადა, რომ ტერ ორგანიზაცია პკკ-ს სირიის ფრთა PYD ქვეყნის პოლიტიკურ კრიზისის მოგვარებაში აუცილებლად უნდა იყოს ჩართული.



მსგავსი ინფორმაციები