ვერავინ იტყვის, რომ PYD-ს პკკ-სთან არანაირი კავშირი არ აქვს

ერდოღანმა პრეზიდენტის სასახლეში გამგებლებთან 34-ე შეხვედრა გამართა

ვერავინ იტყვის, რომ PYD-ს პკკ-სთან არანაირი კავშირი არ აქვს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრეზიდენტის სასახლეში გამგებლებთან 34-ე შეხვედრა გამართა რა, განაცხადა, რომ ტერ ორგანიზაციები მხოლოდ ვიღაც ვიღაცეების პიონები არიან, ხოლო მთავარი ბრძოლა კი მათი გამომყენებლების წინაშე ჩასატარებელი ბრძოლაა. მისივე თქმით ტერ ორგანიზაციები რვაფეხას წააგავენ და მათი მთავარი სახე ყველამ დაინახა.  „ჩვენთვის ისიცაა ცნობილი, რომ თუ ტერორისტების მხარდამჭერ პიონებს არ დავამარცხებთ, მაშინ ტერორიზმის დამარცხებაც გაგვიჭირდება. ჩვენ კი ეს კარგად გვაქვს გათვითცნობიერებული,“ განაცხადა ერდოღანმა.  მისივე თქმით გუშინდლამდე  DEAŞ-ის სახელით სისხლის დამღვრელებმა, დღეს   წინა პლანზე PYD/YPG წამოსწიეს და კიდევ  ფეტულას ტერ ორგანიზაცია, რომელიც თურქეთის და თურქი ხალხის მიმართ მტრულადაა განწყობილი  ახლა მათთან თანამშრომლობენ. „ფეტულას ტერ ორგანიზაციის მხრიდან თურქეთში გადატრიალების მოწყობაზე ეჭვის თვალით შემხედვარეები, რუსეთის ფედერაციის ანკარის ელჩზე განხორციელებული ტერაქტის შემდეგ ვიმედოვნებ  ახლა მაინც დარწმუნდებიან მათ ტერორისტობაში,“ აღნიშნა პრეზიდენტმა. მანვე განაცხადა, რომ ვინმეს არ შეუძლია იმის თქმა, რომ PYD-ს ტერ ორგანიზაცია პკკ-სთან რაიმე კავშირი არ აქვს, რადგან ამ საკითხის შესახებ ნატოს მხარდამჭერი საინფორმაციო საშუალებებიც კი საუბრობენ.



მსგავსი ინფორმაციები