პრეზიდენტი ერდოღანი საბერძნეთის პრემიერს შეხვდა

საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი ქვეყნის პრემიერმინისტრ ალექსის ციპრას შეხვდა

პრეზიდენტი ერდოღანი საბერძნეთის პრემიერს შეხვდა

საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი ქვეყნის პრემიერმინისტრ ალექსის ციპრას შეხვდა.

შეხვედრაზე ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას ერთად ბევრი რამის გაკეთება შეუძლია და დაამატა: „ჭიქის ცარიელ ნაწილს თავი უნდა დავანებოთ და სავსე მხარეს უნდა შევხედოთ. მოლაპარაკებები მასზე უნდა ავაგოთ. სინამდვილეში ჩვენს ხალხებს საერთო ბევრი მხარე აქვთ. საკმარისია იდეოლოგიური აკვიატებების მქონენი გვერდზე გადავაყენოთ. თურქეთს არც ერთი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე თვალი არ უჭირავს... ჩვენ წარსულში ერთმანეთთან ძალზედ ახლოს მყოფი ქვეყნები ვართ. აქ ჩვენი თანამემამულეები გვყავს, ჩვენთან კი თქვენი თანამემამულეები ცხოვრობენ. ნეტავ წარსულში დაშვებული ზოგიერთი შეცდომის გამო ზოგ ბერძენ მოქალაქეს ჩვენი ქვეყანა არ დაეტოვებინა. შეცდომებს უკვე ისტორიას ვაბარებთ. მომავალი უფრო მყარ საძირკველზე უნდა ავაშენოთ. ამისათვის ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია. თუ მართლაც სიტყვის ერთობის, საერთო აზრის შექმნას შევძლებთ, ყველაფერ ამას მოვაგვარებთ.“

ერდოღანმა საბერძნეთის ხალხს პირადი და თურქი ხალხის სახელით მადლობა გადაუხადა.

საბერძნეთის პრემიერმინისტრი ციპრასი თურქეთ-ევროკავშირის 2016 წლის 18 მარტის მიგრანტთა შეთანხმებას შეეხო და აღნიშნა: „თურქეთმა დაპირებების შესრულებით და ეგეოსის ზღვაში მიგრანტთა ნაკადის შემცირებით ხელშეკრულებისადმი ერთგულება აჩვენა... მჯერა, რომ თურქეთის პრეზიდენტის მიერ ათეულობით წლის შემდეგ განხორციელებული ეს პირველი ვიზიტი მომავალში გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა.“


საკვანძო სიტყვები: საბერძნეთი , თურქეთი

მსგავსი ინფორმაციები