საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პრეზიდენტი ერდოღანი ბერძენ კოლეგას შეხვდა

საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა ბერძენ კოლეგა პროკოპის პავლოპულოსთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა

საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი პრეზიდენტი ერდოღანი ბერძენ კოლეგას შეხვდა

საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა ბერძენ კოლეგა პროკოპის პავლოპულოსთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართა.

ერდოღანმა პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთის რესპუბლიკის მიერ განმანთავისუფლებელი ომის შემდეგ გაერთიანებულ სამეფოსთან, საფრანგეთთან, იტალიასთან, იაპონიასთან, საბერძნეთთან, რუმინეთთან, ბულგარეთთან, პორტუგალიასთან, ბელგიასთან და იუგოსლავიასთან 1923 წელში ხელმოწერილი ლოზანის საზავო ხელშეკრულების საკითხში ისევ არსებობს ზოგიერთი გაურკვეველი დეტალი და ამის მაგალითად დასავლეთ თრაკიაში მცხოვრები მუსლიმების მიერ მთავარი მუფთების ვერ არჩევა დაასახელა.  

 „როგორ ხდება რომ ვამბობთ ლოზანის ხელშეკრულება მოქმედებს. ესე იგი ლოზანის ხელშეკრულება არ მოქმედებს.“-განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, თუ გადავხედავთ საბერძნეთის მიერ გამოცხადებულ ერთ სულ მოსახლეზე მოსულ ეროვნულ შემოსავალს, ვნახავთ რომ 18 ათასი დოლარის ფარგლებშია, დასავლეთ თრაკიის მოსახლეობის ერთ სულ მოსახლეზე მოსული ეროვნული შემოსავალი კი დაახლოებით 2 ათას 200 დოლარის ფარგლებშია.

„ინვესტიციის საკითხში, გადასადგმელი ნაბიჯების საკითხში საჭირო მხარდაჭერა მათ (დასავლეთ თრაკიის თურქებს) არ ეწევათ, აქ არსებობს დისკრიმინაცია. თურქეთში ჩემი ბერძენი მოქალაქეების მიმართ ამგვარ ქმედებას ვერ ნახავთ. სამლოცველოების საკითხზე მცირეოდენ დისკრიმინაციასაც კი ვერ ნახავათ, მაგრამ დასავლეთ თრაკიაში ამას რომ თავი დავანებოთ, სიტყვა თურქის დაწერაც კი შეუძლებელია“-აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

მისივე თქმით პოლიტიკურ სამართალში ხელშეკრულებების განახლების პირობა არსებობს და მსოფლიოში ამის მრავალი მაგალითია.  



მსგავსი ინფორმაციები