ტრამპის გადაწყვეტილებას თურქეთიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა

ტრამპის გადაწყვეტილებას თურქეთიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა

ტრამპის გადაწყვეტილებას თურქეთიდან მწვავე შეფასებები მოჰყვა

თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის,  იერუსალიმთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა და აღნიშნა, რომ თურქეთისთვის არანაირ დებულებას არ წარმოადგენს.   პრემიერმა საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომელშიც წერია: „ეს გადაწყვეტილება, პალესტინა-ისრაელს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების და ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესისთვის მიყენებული დიდი ზიანია. აშშ-ს მხრიდან, იერუსალიმის, ისრაელის დედაქალაქად გამოცხადება და ამის მიხედვით მოქმედებას, თურქეთისთვის არანაირ დებულებას არ წარმოადგენს. პალესტინის და ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის გაუქმების შემცველი  ეს გადაწყვეტილება, პოლიტიკური მიზნით მიღებული გადაწყვეტილებაა. ამ გადაწყვეტილებას მკაცრად ვგმობ.“  

ამ ფაქტს თურქეთის ვიცეპრემიერი და მთავრობის პრეს წარმომადგენელი, ბექირ ბოზდაღიც გამოეხმაურა და განაცხადა: „მიღებულ ამ უსამართლო გადაწყვეტილების გამო, ამერიკის შეერთებულ შტატებს ვგმობ. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის და გაერო-ს რეზოლუციის აშკარა დარღვევაა. ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის  არანაირ დებულებას არ წარმოადგენს. მუსლიმანები და ისლამური ქვეყნები ვალდებული არიან, იერუსალიმის სტატუსი დაიცვან.“

ტრამპის იერუსალიმთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუთ ჩავუშოღლუც გამოეხმაურა და განაცხადა: „ამ ქვეყნის აღიარებით იერუსალიმი ისრაელის დედაქალაქი ვერ გახდება. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას არ ვაღიარებთ და მკაცრად ვგმობთ.  ვინაიდან, ამდაგვარი გადაწყვეტილება რეგიონის სტაბილურობას და სამშვიდობო პროცესს აზიანებს. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო სამართლის და გაერო-ს რეზოლუციის აშკარა დარღვევაა.“



მსგავსი ინფორმაციები