ერდოღანი სატელეფონო დიპლომატიას აგრძელებს

იგი ნიგერიის და ინდონეზიის პრეზიდენტებს ესაუბრა

ერდოღანი  სატელეფონო დიპლომატიას აგრძელებს

იერუსალიმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით პრეზიდენტი რეჯეპ თაიპ ერდოღანი განაგრძობს სატელეფონო დიპლომატიას.

პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით, მის ფარგლებში ერდოღანი წუხელ ტელეფონით ესაუბრა ჯერ ნიგერიის, შემდეგ ინდონეზიის პრეზიდენტებს და მათთან საუბარში ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნდა დაიცვან იერუსალიმის სტატუსი, რომელიც ასევე მუსულმანებისთვისაც წმინდა ქალაქია.

საუბრების დროს ასევე აღინიშნა, რომ დიდი მნიშვნელობა ექნება ოთხშაბათისათვის სტამბოლში საგანგებოდ მოწვეულ ისლამურ სამიტზე ერთობლივი პოზიციის დაფიქსირებას, აღნიშნულია თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის მხრიდან გავრცელებულ განცხადებაში



მსგავსი ინფორმაციები