ერდოღანმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი შეაფასა

ერდოღანმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი შეაფასა

ერდოღანმა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი შეაფასა

სტამბოლში საგანგებოდ შეკრებილი ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცი დასრულების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, პალესტინის სახელმწიფო მეთაურმა, მაჰმუდ აბბასმა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა,  იუსუფ ბინ აჰმედ ელ უსეიმინმ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. პრესკონფერენციის დროს ერდოღანმა განაცხადა, რომ მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს მსოფლიოს, რომ იერუსალიმი უპატრონო არ არის. მისივე თქმით, აშშ-ს მხრიდან იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად გამოცხადებით, ამერიკას, ისრაელ-პალესტინას შორის შუამდგომლობის უფლება აღარ გააჩნია და ეს პროცესი დასრულდა. თურქეთის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოების მეთაურების მიერ მიღებული გადაწყვეტილების სამომავლოდ გაგრძელება აუცილებელია. „შეხვედრაზე ყველამ ერთ ხმად ვაღიარეთ, რომ იერუსალიმი ჩვენი წითელი ხაზია. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის მიმართ მრავალი გამაფრთხილებელი განცხადება გავაკეთეთ, ის არასამართლიანი, არალოგიკური და ზნეობას ჩამოცილებული განცხადება მაინც გააკეთა. ჩვენ პირველი დღიდანვე ვაცხადებდით, რომ ამ გადაწყვეტილებას არც ისტორიული, არც სამართლებრივი და არც ზნეობრივი მხარე არ გააჩნია. ანუ ამერიკის პრეზიდენტის მიერ მიღებულ ამ გადაწყვეტილებას ჩვენთვის არანაირი ღირებულება არ გააჩნია,“ აღნიშნა ერდოღანმა.  პრეზიდენტმა პრესკონფერენციის დროს ასევე განაცხადა, რომ ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი, ამერიკის პროვოკაციული ქმედების საპასუხოდ მნიშვნელოვანი იყო.



მსგავსი ინფორმაციები