პრეზიდენტ ერდოღანის თავმჯდომარეობით ეროვნული უშიშროების საბჭოს შეხვედრა გაიმართა

პრეზიდენტ რ.თ ერდოღანის თავმჯდომარეობით 4,5 საათიანი ეროვნული უშიშროების საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც განცხადება გავრცელდა

პრეზიდენტ ერდოღანის თავმჯდომარეობით ეროვნული უშიშროების საბჭოს შეხვედრა გაიმართა

პრეზიდენტ რ.თ ერდოღანის თავმჯდომარეობით 4,5 საათიანი ეროვნული უშიშროების საბჭოს შეხვედრა გაიმართა, რის შემდეგაც განცხადება გავრცელდა.

განცხადებაში ხაზგასმით აღინიშნა, რომ თურქეთის მიმართ საფრთხეები სასწრაფოდ და დაუყოვნებლივ განადგურდება და მწვანე შუქი აუნთეს სირიის აფრინის რეგიონში PKK/PYD-ს ტერორისტული ელემენტების წინააღმდეგ ოპერაციას.

განცხადების სამიზნე გახლდათ აშშ და ამ ქვეყნის მიერ სირიის ჩრდილოეთში ტერორისტული არმიის შექმნის მცდელობა.  

განცხადებაში ნათქვამია, რომ მოკავშირეებისგან პრინციპულ პოზიციას ელოდებიან, ამგვარი წარმონაქმნსა და ტერორის დერეფნის შექმნას არ დაუშვებენ და გააკეთეს მოწოდება სეპარატისტული ტერორგანიზაციისათვის მიცემული იარაღი უკან წაიღონ.

შეხვედრაზე ამასთანავე მიღებული იქნა გადაწყვეტილება მინისტრთა საბჭოს წარედგინოს რეკომენდაცია საგანგებო სიტუაციის გაგრძელების თაოაზე, რომელსაც ვადა 19 იანვარს ეწურება.

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შეხვედრის შემდეგ მინისტრთა საბჭოს სხდომა პრეზიდენტ ერდოღანის თავმჯდომარეობით გაიმართა. ამ შეხვედრაზეც მთავარ თემებს წარმოადგენდა როგორც ქვეყნის შიგნით ასევე საზღვრის მიღმა ტერორგანიზაციებთან ბრძოლა და საგანგებო სიტუაციის გაგრძელება.   

 



მსგავსი ინფორმაციები