პრეზიდენტ ერდოღანსა და საუდის არაბეთის მეფეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პრეზიდენტ ერდოღანსა და საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ სუუდს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პრეზიდენტ ერდოღანსა და საუდის არაბეთის მეფეს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა

პრეზიდენტ ერდოღანსა და საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზ ალ სუუდს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

პრეზიდენტის პრესცენტრის ინფორმაციით, საუბრის დროს განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობები და სირიის საკითხი.

პრეზიდენტმა ერდოღანმა თურქეთის მიერ სირიის აფრინის რეგიონში ტერორისტების წინააღმდეგ წარმოებული ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-სთან დაკავშირებით საუდის არაბეთის მეფეს ინფორმაცია მიაწოდა.

მან აღნიშნა, რომ აფრინში არაბები, ქურთები და თურქმენები, რომლებიც ტერორისტების ძალდატანების გამო იძულებულები გახდნენ საცხოვრებელები მიეტოვებინათ, ოპერაციას მახარს უჭერენ და ოპერაცია ადგილობრივი მოსახლეობას თავიანთ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობასაც მოუტანს.

ერდოღანმა და საუდის არაბეთის მეფე სალმანმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელობას ანიჭებენ სირიის ტერიტორიულ მთლიანობას და პრობლემის პოლიტიკურ გზით გადაწყვეტას და ამ საკითხებზე ერთობლივი მცდელობისა და თანამშრომლობის გაზრდა სასარგებლო იქნება.

საუდის არაბეთის მეფე სალმანმა კი განაცხადა, რომ ჟენევის პროცესსა და სირიის საკითხზე საერთაშორისო მცდელობებს მხარს უჭერენ და შესაბამისად პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ასტანის პროცესსა და სოჭის კონგრესს ჟენევის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევენ.  

თურქეთის პრეზიდენტმა და მეფე სალმანმა ასევე განაცხადეს, რომ გადაწყვეტილი აქვთ თურქეთ-საუდის არაბეთს შორის ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერება.

მათ ასევე ისაუბრეს პრემიერ ბინალი ილდირიმის დეკემბერში საუდის არაბეთში ჩატარებულ ნაყოფიერ ვიზიტზე.

პრეზიდენტმა ერდოღანმა და მეფე სალმანმა აღნიშნეს, რომ საუდის არაბეთის ტახტის მემკვიდრე პრინცის, მუჰამედ ბინ სალმანის თურქეთში დაგეგმილი ვიზიტი ორმხრივ და რეგიონალურ საკითხებზე აზრთა გაცვლისათვის დიდი მნიშვნელობის მატარებელია.  



მსგავსი ინფორმაციები