ჩავუშოღლუ ამერიკელ კოლეგას შეხვდა

მათ ერთობლივი დეკლარაცია გამოაქვეყნეს

ჩავუშოღლუ ამერიკელ კოლეგას შეხვდა

 

 

გუშინ ოფიციალური ვიზიტით თურქეთში ჩამოსული აშშ-ის სახელმწიფო მდივანი რექს ტილერსონი ანკარაში ჯერ პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა მიიღო, შემდეგ მისმა თურქმა კოლეგამ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ. ამ შეხვედრების დასრულების შემდეგ მხარეებმა ერთობლივი დეკლარაცია გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ანკარა და ვაშინგტონი  მხარს უჭერენ სირიის ტერიტორიულ მთლიანობას და მის სუვერენიტეტს. ამავე დეკლარაციის მიხედვით, თურქეთი და აშშ-ი არ დაუშვებენ სირიაში რომელიმე დაჯგუფებების მხრიდან სხვა ტერიტორიების მიტაცებას და ამ გზით დემოგრაფიული ცვლილებების განხორციელებას. “ორ ქვეყანს შორის არსებული პრობლემების მოგვარების მიზნით მარტის შუა რიცხვებამდე ერთობლივი მექანიზმი შეიქმნება“, ხაზგასმულია ამ დეკლარაციაში



მსგავსი ინფორმაციები