გლობალური პერსპექტივა 9

28 თებერვალი: ცივი ომის მეურვეობისათვის ბოლო დარტყმა

გლობალური პერსპექტივა 9

გლობალური პერსპექტივა 9.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

28 თებერვალი: ცივიომისმეურვეობისათვისბოლოდარტყმა

 

თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის პროფესორ, ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

ზუსტად 21 წლის წინ, 1997 წლის 28 თებერვალს თურქეთის უახლეს ისტორიაში  ყველაზე მნიშვნელოვანი სამხედრო ინტერვენცია განხორციელდა.  თურქეთისთვის მსგავსი შემთხვევები მოულოდნელი არ გახლავთ. მსგავსი შემთხვევები თურქეთში თითქმის ყოველი ათი წლის თავზე ხდება. მაგალითად, 1960, 1971, 1980, 1997 (28 თებერვალი), 2007 (27 აპრილი) და ბოლოს  2016 წლის (15 ივლისი).  1997 წლის გადატრიალებას თუ გავიხსენებთ მის წინ მომხდარი 1980 წლის გადატრიალებიდან ათ წელზე მეტი გავიდა. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პუტჩისტი გენერალი,  ქენან ევრენი მთავრობიდან სულ რაღაც 8 წლის წინ იყო წასული.

რატომაა, რომ თურქეთში ყოველ ათ წელში გადატრიალება ხდება?

თურქეთის მსგავს მნიშვნელოვან  ქვეყანას, გლობალური მოთამაშეები  თავისუფლად არ ტოვებენ. რადგან, მათ კარგად იციან, რომ თურქეთის მსგავსი ქვეყნები მარტოდ რომ დატოვონ, დიდ წარმატებებს მიაღწევენ, ამიტომ, მათ სურთ, რომ მსგავსი ქვეყნები ყოველთვის კონტროლში ჰყავდეთ. მსგავსი შემთხვეა გერმანიასაც ჰქონდა და ჩვენ ეს კარგად გვახსოვს. გერმანიამ ორჯერ შეეცადა მსოფლიო წყობის შეცვლას რა, მას ჯარის და იარაღის შეზღუდვასთან დაკავშირებით ახალი კონსტიტუცია ჩამოაყალიბებინეს. თურქეთში სამხედრო გადატრიალების შემდეგ სიკვდილით დასჯილი პრემიერმინისტრ, ადნან მენდერესის  შემდეგ თურქეთის პოტენციალი კიდევ ერთხელ გახდა ცნობილი. ამ მიზეზით 1961 წლის კონსტიტუციით არჩეულების  გასაკონტროლებლად მეურვეობის სისტემა შეიქმნა. ყოველ ათ წელში განხორციელებული გადატრიალების მიზანი სინამდვილეში თურქი ხალხის კონტროლში აყვანა გახლდათ. თურქეთის მსგავს ქვეყნებში მომხდარი გადატრიალება მხოლოდ შიდა საკითხებთან არ შეიძლება იყოს დაკავშირებული. ჯერ კიდევ გასულ კვირას,  CIA-ის ყოფილმა  პრეზიდენტმა,  ჯეიმს ვულსიმ აღიარა, რომ როგორც რუსეთმა აშშ-ს არჩევნებში ჩაერია, ასევე ერევა სხვა ქვეყნების არჩევნებშიც აშშ. თურქეთში 1980 წლის გადატრიალების შემდეგ სათავეში მოსულ მთავრობაზე,  აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა, პოლ ჰენეზიმ და პრეზიდენტ, ჯიმი კარტერმა თურქეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებაში,  „ჩვენმა ბავშვებმა გაიმარჯვეს,“ განაცხადეს.  1990-იანი წლები თურქეთისთვის მნიშვნელოვანი გახლდათ. პრეზიდენტ თურგუთ ოზალის მკვლელობა თურქეთის ეკონომიკის, დემოკრატიის და სხვა მრავალმხრივი განვითარების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი გახლდათ. შემდეგ,  „კეთილდღეობის პარტიის“ ანუ,  ერბაქანის მმართველობის პერიოდში ქვეყნის ეკონომიკამ სწრაფი წინსვლა განიცადა. ასე რომ გაგრძელებულიყო მაშინ თურქეთის გაკონტროლება რთული გახედებოდა და სწორედ ამ დროს მოხდა 28 თებერვლის გადატრიალება.

28 თებერვალის პროცესი

1997 წლის 28 თებერვალს დედაქალაქ ანკარაში ტანკებმა ქალაქის ცენტრისკენ დაიძრნენ. შეიძლება ეს მოვლენა ზოგიერთებს ჩვეულებრივად მიაჩნდეთ მაგრამ, თურქ ხალხს,  ტანკებით პარლამენტის შენობის აღების და პრემიერმინისტრის, მინისტრების სიკვდილით დასჯის წარსულიც კარგად ახსოვს. ამიტომ, ამ მოვლენით ყველა შეშფოთდა. პროცესი ისე განვითარდა, რომ უშიშროების საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით და სამხედრო ზეწოლით, მთავრობა აიძულეს მათ მიერ დამტკიცებული გეგმით ემოქმედათ. ჯარისკაცების განზრახვების გამოვლენის შემდეგ მთელი ქვეყანა ისეთ ფორმაში იქნა მოყვანილი თითქოს და ბარბაროსები უნდა მოსულიყვნენ. აღნიშნულმა ფაქტმა მოსამართლეებზე, ბიუროკრატებზე და სხვა ყველა სამთავრობო თუ არასამთავრობო  ორგანიზაციებზეც ნათლად აისახა.  

შედეგები...

რა თქმა უნდა პროცესი იქ არ დასრულებულა, დამხობილი მთავრობა, არასტაბილური კოალიცია, დაპატიმრებულები, სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანები, სიკვდილიანობა, მომავლის გარეშე დარჩენილი ახალგაზრდა თაობა...  ძირითადი უფლებების და თავისუფლება წართმეული ხალხი ანუ სამხედრო მმართველობაზე გადასული თურქეთი... 2002 წელს კი ეკონომიკურად დაცემული თურქეთი... იმ დროს ქვეყანაში კორუფციამ, ქურდობამ და ყოველგვარმა უარყოფითმა საქციელმა საგრძნობლად იმატა.  შეიძლება ითქვას, რომ 28 თებერვლის პროცესით როგორც ქვეყნის შიდა,  ასევე გარე ძალებმა თურქეთის გაკონტროლებას შეეცადნენ. გლობალიზაციის  და კომუნიკაციის წინსვლის პერიოდში ცივი ომების განმხორციელებელმა გლობალურმა ძალებმა დარწმუნდნენ, რომ თურქეთის გაკონტროლება უკვე რთული იქნებოდა რადგან,  თურქეთი ის ძველი თურქეთი აღარ იყო.  დღეისათვის 28 თებერვლის მოვლენებს თუ გადავხედავთ დავინახავთ, რომ  ფეთჰულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია FETÖ-ს მსგავსი დაჯგუფებების გარდა სხვა ყველა არასამთავრობო და რელიგიური ორგანიზაციები დახურულ იქნა. ამ ყველაფერს დღეისათვის უფრო კარგად ვხედავთ. ასევე შეიძლება ითქვას, რომ 28 თებერვლის მოვლენები 2016 წლის 15 ივლისის ერთგვარ სამზადისს ჰგავს. ამ ყველაფრის მიუხედავად გაუთვალისწინებელმა  ორმა ელემენტმა მათი ყველა გეგმა ჩაშალა. ესენი,  პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის  მათზე დაუმორჩილებლობა და მოსახლეობის ლიდერთან ერთად გადატრიალების მცდელობის წინაშე დადგომაა. თურქეთში 2016 წლის 15 ივლისის გადატრიალების მცდელობის  დროს 250 ადამიანი შეჰიდი გახდა და 2000-ზე მეტი დაშავდა. მაგრამ,  ჩვენ სამშობლო, თავისუფლება და ნამუსი შევინარჩუნეთ. თურქმა ხალხმა მსოფლიოს აჩვენა თუ როგორ შეიძლებოდა დემოკრატიის გზით გადატრიალების მცდელობის აღკვეთა.

რა უნდა ვისწავლოთ 28 თებერვლის მოვლენებიდან

გლობალური მოთამაშეებისათვის მეურვეობის მნიშვნელობას აზრი არ აქვს, რადგან  თვითონ არიან მეურვეები.  მათი მიზანი რომელიმე ქვეყანაში დემოკრატიის ან კიდევ ადამიანის უფლებების დაცვა კი არა არამედ, საკუთარი ინტერესების გატარებაა.  დახურული და გაუკონტროლებადი ბიუროკრატია მეურვეობის სისტემის მთავარი დასაყრდენია. ამიტომ,  უსაფრთხოების ბიუროკრატიის დემოკრატიული გზით გაკონტროლება ძალზედ მნიშვნელოვანია. თურქეთის მიერ გაღებული საფასურები და გამოცდილება, დამოუკიდებელი, თავისუფალი და ღირსეული ცხოვრებით მცხოვრებთათვის  შესანიშნავი მაგალითია,    წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.

 


საკვანძო სიტყვები: პერსპექტივა , გლობალური

მსგავსი ინფორმაციები