ბოზდაღმა მაკრონს უპასუხა

ბოზდაღმა მაკრონს უპასუხა

ბოზდაღმა მაკრონს უპასუხა

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ გაკეთებულ განცხადებას,  „თურქეთის და რუსეთი გავყავით“ თურქეთიდან  ვიცეპრემიერმა და მთავრობის პრესსპიკერმა ბექირ ბოზდაღმა უპასუხა. „ჩვენი სირიის პოლიტიკა, რომელიმე ქვეყნის გვერდით დგომა ან კიდევ მის საწინააღმდეგოდ გამოსვლაა არაა, არამედ ჩვენ სიმართლის გვერდით ვდგავართ“ განაცხადა ბოზდაღმა. სხვადასხვა შეხვედრების მიზნით, კატარში მყოფმა ვიცეპრემიერმა დასავლური ქვეყნების მიერ კვირის ბოლოს ასადის რეჟიმის მიმართ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შემდეგ   სირიის საკითხთან დაკავშირებით,  თურქეთის მხრიდან  რუსეთის  სირიის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოსვლების ამსახველი ინფორმაციების გავრცელება შეაფასა და აღნიშნა: „ჩვენი სირიის პოლიტიკა, სამართლის გვერდით დგომაა. სირიის რეჟიმის მხრიდან ტერ ორგანიზაციების მხარდაჭერას ვეწინააღმდეგებით. თურქეთი არც რუსეთის, ირანის ან კიდევ აშშ-ს მიზნების გვერდით მდგომი ქვეყანა არაა, არამედ მხოლოდ სიმართლის და სამართლიანობის გვერდითაა. თურქეთს რეგიონის პოლიტიკა არ შეუცვლია. ჩვებ აშშ-სთან  ტერ ორგანიზაცია, PKK/PYD/YPG/KCK-ს მხარდამჭერ პოლიტიკის გამო ვერ ვთანხმდებით. ჩვენ ყოველთვის ვაცხადებდით, რომ ტერ ორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ ბრძოლა სხვა ტერ ორგანიზაციების მეშვეობით მიუღებელია. ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით, აშშ-სთან განსხვავებული პოლიტიკა გვაქვს. უდანაშაულო ადამიანების მკვლელობა როგორც ჩვეულებრივი,  ასევე ქიმიური იარაღებით  მიუღებელია, რადგან ორივე შემთხვევაში უდანაშაულო ადამიანები კვდებიან. ამიტომ თურქეთი სირიის პოლიტიკასთან დაკავშირებით როგორც ჩვეულებრივი ასევე ქიმიური იარაღის გამოყენების წინააღმდეგია“.



მსგავსი ინფორმაციები