ერდოღანი პალესტინის საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო დიპლომატიას აგრძელებს

ერდოღანი პალესტინის საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო დიპლომატიას აგრძელებს

ერდოღანი პალესტინის საკითხთან დაკავშირებით სატელეფონო დიპლომატიას აგრძელებს

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ბოლო დროს პალესტინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ირანის პრეზიდენტ, ჰასან როჰანისთან, რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან  და გერმანიის კანცლერ, ანგელა მერკელთან სატელეფონო საუბარი გამართა. პრეზიდენტის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერდოღან-როჰანის შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, აშშ-ს მხრიდან საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის, ისრაელის სამხედროების მხრიდან  პალესტინელების მასიური მკვლელობის და სხვა საკითხები იქნა განხილული.  სატელეფონო საუბრის დროს ორივე ქვეყნის ლიდერმა პარასკევს, სტამბოლში გასამართი  ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო შეკრების და ისლამური ქვეყნების ერთობლივი პოზიციის მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება. ერდოღან-პუტინის სატელეფონო საუბრის დროს, პალესტინელი მშვიდობიანი დემონსტრანტების მსოფლიოს თვალ წინ მასიურად მკვლელობა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო შეკრება იქნა განხილული.

ერდოღანმა პალესტინის საკითხთან დაკავშირებით გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთანაც გამართა სატელეფონო საუბარი რომლის დროსაც ღაზის სექტორში ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები, პარასკევს,  სტამბოლში გასამართი ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის საგანგებო შეკრება, ორმხრივი ურთიერთობები და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები იქნა განხილული.



მსგავსი ინფორმაციები