ედოღანმა პრეზიდენტის სასახლეში შეჰიდების ახლობლებს უმასპინძლა

ერდოღანი: "მსოფლიო რომც გაჩუმდეს თურქეთი პალესტინელების გვერდით დგომას გააგრძელებს"

ედოღანმა პრეზიდენტის სასახლეში შეჰიდების ახლობლებს უმასპინძლა

თურქეთის პრეზიდენტმა გუშინ საღამოს პრეზიდენტის სასახლეში შეფიდების ახლობლებს იფთრის ვახშამზე უმასპინძლა რა, სიტყვით გამოსვლისას პალესტინაში განვითარებულ მოვლენებზე გაამახვილა ყურადღება. ერდოღანმ აღნიშნა, რომ პალესტინაში კაცობრიობის წინაშე დიდი დანაშაულის ჩადენა ხდება. „პალესტინელების ერთადერთი დანაშაული ათასწლეულების განმავლობაში მცხოვრებ საკუთარი ტერიტორიების დაცვაა. ორშაბათს,  აშშ-ს მხრიდან საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანისას მომხდარი მოვლენების დროს 63 პალესტინელი შეჰიდი გახდა, 3000-მდე კი დაშავდა. რეგიონში პალესტინელები ნახევარ საუკუნეზე მეტია ისრაელის ძალადობას, ზეწოლად და ჩაგვრას განიცდიან. აშშ-ს მხრიდან,  გაეროს უშიშროების საბჭოს და საერთაშორისო სამართლის მიუხედავად საელჩოს თელ-ავივიდან იერუსალიმში გადატანის საკითხმა ისრაელი ემოციაში შეიყვანა. ისრაელის სამხედროები კი უდანაშაულო ადამიანებს კლავენ, რომლების მიზანიც მხოლოდ საკუთარი ტერიტორიების დაცვაა. მსოფლიო რომც გაჩუმდეს თურქეთი პალესტინელების გვერდით დგომას გააგრძელებს. ისრაელის მიერ ღაზის სექტორში ჩადენილი მასიური მკვლელობა ახალი საფრთხეების საწინდარია. ადრე ევროპის ცენტრში ბოსნიაში, აფრიკის მრავალ ქვეყანაში, ხალო წარსულში სირიასა და ერაყში განვითარებული მოვლენების შედმეგ საერთაშორისო მექანიზმებმა ფუნქციონირება მთლიანად დაკარგეს. მათ შორის გაეროს უშიშროების საბჭომ. ამ ყველაფრის წინააღმდეგ მან ყოველგვარი ფუნქცია ამოწურა. სინამდვილეში კი გაეროს უშიშროების საბჭოს მისია,  საერთაშორისო სამართლის აღსრულებაა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მის გენერალურ მდივანთან კარგი ურთიერთობა გვაქვს, პალესტინის საკითხთან დაკავშირებით ვერ ვუკავშირდებით“. განაცხადა ერდოღანმა.



მსგავსი ინფორმაციები