პაპა ფრანცისკემ ერდოღანს რამაზნის დაწყება მიულოცა

პაპა ფრანცისკემ ერდოღანს რამაზნის დაწყება მიულოცა

პაპა ფრანცისკემ ერდოღანს რამაზნის დაწყება მიულოცა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კათოლიკური სამყაროს სულიერ ლიდერ,  პაპა ფრანცისკეს ტელეფონით ესაუბრა. პრეზიდენტის პრესცენტრიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმადა, სატელეფონო საუბრის დროს იუდაიზმის, ქრისტიანების  და ისლამისთვის  წმინდა ადგილად მიჩნეულ იერუსალიმში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები და ღაზის სექტორში ისრაელის სამართალდამცველების იერ პალესტინელების მასიური მკვლელობა იქნა განხილული. სატელეფონო საუბრის დროს,  თურქეთის პრეზიდენტმა კიდევე ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სამი მონოთეისტური რელიგიისთვის წმინდა ადგილად მიჩნეული,  იერუსალიმის სტატუსის შეცვლა მიუღებელია. ერდოღანმა ფრანცისკესთან გამართულ სატელეფონო საუბრის დროს აღნიშნა, რომ ხვალ სტამბოლში  ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია  საგანგებოდ იკრიბება და საკითხს გაეროს თვალსაზრისითაც ახლოდან დააკვირდებიან.  პაპა ფრანცისკემ  კი სატელეფონო საუბრის დროს იერუსალიმში მომხდარის გამო მწუხარება გამოთქვა და დაამატა, რომ იერუსალიმის სტატუსი არ უნდა იქნეს შეცვლილი, ხოლო საკითხის მოგვარების ერთადერთი გამოსავალი, ორსახელმწიფოიანი ფორმატია. მან ისიც დაამატა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ გაეროს ზედამხედველობით, პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი ნაბიჯები უნდა გადადგან. ფრანცისკემ ერდოღანს  რამაზნის დაწყებაც მიულოცა და წარმატებები უსურვა.



მსგავსი ინფორმაციები