ჟურნალ Le Point-ის სტატიამ მწვავე რეაქცია გამოიწვია

აღნიშნულთან დაკავშირებით თანასწორობისა და მშვიდობის საერთაშორისო საბჭომ (COJEP) წერილობითი განცხადება გააკეთა

ჟურნალ Le Point-ის სტატიამ მწვავე რეაქცია გამოიწვია

ჟურნალ Le Point-ის მიმდინარე კვირის ნომერში თურქეთის, მისი პრეზიდენტის რ. თ. ერდოღანისა და საფრანგეთში მცხოვრები წარმოშობით თურქი მოქალაქეების შესახებ გამოყენებულმა გამონათქვამებმა მწვავე რეაქციები გამოიწვიეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით თანასწორობისა და მშვიდობის საერთაშორისო საბჭომ (COJEP) წერილობითი განცხადება გააკეთა. განცხადების მიხედვით ჟურნალ Le Point-ის 24 მაისის ნომერში გამოქვეყნებული სტატიის სამიზნეს საფრანგეთში მოქმედი და განსხვავებული კულტურების წარმომადგენელი ასოციაციები, სამაუწყებლო ორგანოები და პოლიტიკური ფორმირებები წარმოადგენდნენ და მათ შორის იყო თანასწორობისა და მშვიდობის საერთაშორისო საბჭო, Media Türk TV, Media France TV და  Medya Türk Info.

„წარმოჩენილი იქნა სინამდვილესთან კავშირი არ მქონე, უარყოფითი და მტრული ჟურნალისტიკის მაგალითი. ჟურნალი Le Point ამ გამოცემით საფრანგეთში არსებული განსხვავებული კულტურების გაჩუმებას, დაშინებას და მარგინალიზაციას ცდილოს.“ აღნიშნულია განცხადებაში.

აქვე ნათქვამია, რომ შავკანიანთა თანასწორობისა და თავისუფლების მოთხოვნების დასაჯა 29 წლით ნელსონ მანდელას საპყრობილეში გამოკეტვით მოხდა, თუმცა ბოლოს სამართლიანობამ გაიმარჯვა, ნელსონ მანდელა საპატიმროდან გამოვიდა, ნობელის მშვიდობის პრემიით დაჯილდოვდა და ერდოღანსაც დასავლურ მედია ბოლო პერიოდში შეგნებულად ირჩევს სამიზნედ და სპეკულაციური სათაურებით მის დამარცხებას ცდილობს.

„21-ე საუკუნის ნელსონ მანდელა ერდოღანია. თქვენი გამოცემების მიუხედავად ერთ დღეს ის გაიმარჯვებს. სამი რელიგიის წმინდა ქალაქი იერუსალიმი მან დაიცვა. 3,5 მილიონი ქურთი, არაბი, თურქმენი, სირიელი დევნილი მან შეიფარა. გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამონათქვამით „მსოფლიო ხუთზე დიდია“ მსოფლიოს განუცხადა, რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სტრუქტურის ცვლილება უნდა მოხდეს. სამართლიანობისათვის მებრძოლი ადამიანი დიქტატორია?“- აღნიშნულია განცხადებაში და აქვე Le Point-ს მოუწოდებენ სამართლიანი მაუწყებლობა განახორციელოს, იყოს პასუხიმგებელი და ბოდიში მოიხადოს.


საკვანძო სიტყვები: Le Point , ჟურნალი

მსგავსი ინფორმაციები