რატომ არის მნიშვნელოვანი 24 ივნისის არჩევნები?

პრეზიდენტის პრესსპიკერის, იბრაიმ ქალინის სტატია გაზეთში Daily Sabah 26.06.2018

რატომ არის მნიშვნელოვანი 24 ივნისის არჩევნები?

რატომ არის მნიშვნელოვანი 24 ივნისისარჩევნებ?

პრეზიდენტის პრესსპიკერის, იბრაიმ ქალინის სტატია გაზეთში Daily Sabah 26.06.2018

ნებისმიერ შემთხვევაში, 24 ივნისს საბოლოო გადაწყვეტილებას მედია საშუალებები ან ინტერესთა ჯგუფები კი არა, საკუთარი ნებით და არჩევანით თურქი ამომრჩეველი მიიღებს.

24 ივნისს, დაახლოებით ოთხ კვირაში, თურქეთში ამომრჩევლები მივლენ არჩევნებზე, რათა აირჩიონ ახალი პრეზიდენტი და პარლამენტი. იმის გამო, რომ ეს არჩევნები თურქეთში საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლას უზურუნველყოფს, განიხილება ბევრი პოლიტიკური და ეკონომიკური საკითხი.

ახალი სისტემა, რომელიც გასული წლის რეფერენდუმზე იქნა მიღებული, წარმოადგენს უნიტარული მართვის საპრეზიდენტო  სისტემას. იმის გამო, რომ ფედერალური სტრუქტურა არ ექნევა, განსხვავდება ამერიკული სისტემისგან. საფრანგეთის საპრეზიდენტო სისტემასთან უფრო ახლოსაა, მაგრამ არ იქნება პრემიერ-მინისტრის პოსტი, ამიტომაც მისგანაც განსხვავდება. ახალი სისტემა ხაზს უსვამს უფლებამოსილების გამიჯვნას საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებას შორის. პარლამენტი კანონებს მიიღებს და მთავრობის კონტროლს განახორციელებს. პრეზიდენტს სრული უფლებამოსილება ექნება კაბინეტზე, მაგრამ ასევე პასუხისმგებელი იქნება ხალხის წინაშე. სასამართლო იქნება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. ეს სისტემა თურქეთის სტაბილურობას სუსტი კოალიციური მთავრობებისგან დაიცავს.

პრეზიდენტობისთვის ბევრი კანდიდატი იბრძვის. გასაკვირი არ არის, რომ ამჟამინდელი პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი კანდიდატებს შორის ნომერ პირველია და დიდი განსხვავებით უსწრებს კონკურენტებს. ის დარწმუნებულია, რომ პირველ ტურში გაიმარჯვებს. თურქეთის ამომრჩევლებში მისი დიდი ხნის პოპულარობის გათვალისწინებით, ერდოღანი 16 წლიანი მოღვაწეობითი და მნიშვნელოვანი სოციალურ-პოლიტიკურ ცვლილებებით, რჩება ყველაზე სანდო პოლიტიკურ ლიდერად.

ეს ნდობა ეფუძნება ერდოღანის წარსულს. ბევრ სხვა რამესთან ერთად, მან გამოაცოცხლა მომაკვდავი თურქული ეკონომიკა, სამჯერ გაზარდა თურქეთის მთლიანი ეროვნული შემოსავალი, გაიყვანა თურქეთი მსოფლიო ბაზრებზე, გახსნა ათეულობით ახალი უნივერსიტეტი და კვლევითი ცენტრი, დაასრულდა სამხედრო მბრძანებლობა და აღიარა ქურთების, ალევიტების, სომხების და თურქულ საზოგადოებაში დაჩაგრული და გარიყული სხვა ჯგუფების უფლებები. მყარად აღუდგა წინ 2007 და 2010 წლების რბილ სამხედრო და სასამართლო გადატრიალების მცდელობებს და აღკვეთა 2016 წლის 15 ივლისის ფეტულაჰის ტერორისტული ორგანიზაციის (FETÖ) გადატრიალების მცდელობა.

დისკრიმინაციის გარეშე სამსახური და ხალხის იდენტურობისა და კულტურული ტრადიციების აღიარება ერდოღანის პოლიტიკური ფილოსოფიის მთავარი ღერძია. ეს ასევე აისახება ახალ საარჩევნო კამპანიაზე. ეს არის ის, სადაც ის წინ უსწრებს თავის ოპონენტებს. როგორც ცენტრისტული მემარჯვენე პოლიტიკური პარტიის ლიდერი, ვიწრო ეთნიკური, რეგიონალური და იდეოლოგიური აკვიატების მაგიერ იგი ცდილობს საზოგადოების ყველა ფენა მოიცვას. როგორც პოლიტიკური ჭეშმარიტება ვერ ვიტყვით, რომ ერდოღანის პოლიტიკით ყველა კმაყოფილია, თუმცა მისი მიმზიდველობა სოციალური და პოლიტიკური ჯგუფი ღიად გავრცელებულია.

ამის საპირისპიროდ, მისი ოპონენტები თავიანთ კამპანიებს ერდოღანის საწინააღმდეგო სტრატეგიებით ატარებენ და გამარჯვებისთვის მის ნათქვამს ყველაფერს უარყოფენ და  ყველაფერს უპირისპირდებიან, რასაც ის წარმოადგენს. ეს არასდროს მუშაობდა წარსულში და არ იმუშავებს 24 ივნისსაც. თურქეთის ამომრჩეველს აქვს ცოდნა და სიბრძნე იმისთვის, რომ გაარჩიოს ფუჭი საუბარი რეალობისგან. როდესაც ოპოზიციური ფიგურები იაფი პოლიტიკური ქულებისთვის აბსურდულ ბრალდებებს აკეთებენ ან არარეალისტურ დაპირებებს იძლევიან, ამომრჩეველი ერთ ნაბიჯსაც არ დგამს, რადგანაც მათ იციან თამაში.

ეს არის ის, რასაც ვერ ამჩნევს დასავლური მედიის დიდი ნაწილი თურქეთში თითქმის ყველა არჩევნებზე. მუდმივად წინასწარმეტყველებენ, რომ ერდოღანი მალე დამარცხდება, მაგრამ ის გამარჯვებას აგრძელებს. ისინი წარმოადგენენ ოპოზიციონერებს, როგორც ახალ და ალტერნატიულ სახეებს, მაგრამ თურქეთის საზოგადოების სოციალური და პოლიტიკური დინამიკის გეგბაში წარუმატებლები არიან. თითქმის გამონაკლისის გარეშე, ისინი მკითხველს დამახინჯებულ სურათს სთავაზობენ და შეცდომაში შეჰყავს. ამრიგად, მათი თურქეთის არჩევნების შეფასებები და პროგნოზები მცდარია. ერდოღანის მასშტაბური მხარდაჭერის ჩათვლით, ისინი მთავარ  მიმდინარეობასაც მარგინალურ ხმებად წარმოაჩენენ. ეს კი ზიანს აყენებს ჟურნალისტიკას.

ყველაფრის კარგად და გონივრულად წარმოჩენა, რაც ერდოღანის საწინააღმდეგოა, კარგი და გონივრული ჟურნალისტიკა არ არის. ეს არის პოლიტიკური აქტივობა. იმის გამო, რომ ერდოღანი ამ ტიპის ჩირქის მოცხების კამპანიას მიჩვეულია, ისევე როგორც წარსულში, მათ ადვილად უმკლავდება. ზოგიერთი ანალიტიკოსი შესაძლოა ერდოღანის ძლიერი ლიდერის სტილს და პოლიტიკურ უპირატესობას "ავტორიტარიზმად" წარმოაჩენს, თუმცა ეს იაფი პროპაგანდაც არ მუშაობს, რადგანაც რიგითმა მოქალაქეებმა კარგად იციან, რაც ერდოღანმა მათთვის გააკეთა.

მომდევნო დღეებში, ინტერესით ველოდები როგორ რეაგირებას მოახდენს დასავლური ჟურნალისტიკა პრეზიდენტ ერდოღანის "ერის ბაღები"ს სახელწოდების კიდევ ერთ საარჩევნო დაპირებაზე, რომელის მიხედვითაც, 30 საშუალო და 5 დიდი ზომის ურბანული პარკის გაშენება იგეგმება. ამასთანავე ერდოღანმა პირობა დადო, რომ სტამბოლის ათათურქის აეროპორტი მიმდინარე წლის ბოლოს დახურვის შემდეგ პარკად გადაკეთდება. ეს ახალი პარკი, რომელიც 11.7 კვადრატულ კილომეტრზე გადაიჭიმება, ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკზე სამჯერ დიდი, ლონდონის ჰაიდის პარკზე კი რვაჯერ დიდი იქნება. უდავოა, რომ ეს იქნება ყველაზე დიდი ურბანული პროექტი თურქეთის ისტორიაში. სავარაუდოდ, დასავლური მედია ამ მოვლენას უგულვებელყოფს, არასწორ ინტერპრეტაციას მისცემს და მომდევნო ოთხი კვირის განმავლობაში კიდევ ერთხელ დავინახავთ ჟურნალისტიკის საფარველის ქვეშ პოლიტიკურ აქტივობებს.

ეგრეთ წოდებული თურქეთის ექსპერტები ერდოღანს შეუტევენ და ოპონენტებს წინა პლანზე წამოწევენ. კარგი, მაგრამ ეს მცირედით სანდოობის, პატიოსნების და სიმართლის გამოყენებით მაინც უნდა გააკეთონ. თურქეთის ეკონომიკის შესახებ აღსასრულის სცენარების წერა, PKK-ს ტერორისტების განდიდება, FETÖ-ს გულენისტების უფრო  მიმზიდველად წარმოჩენა და ერდოღანის მთავრი მტრების უსაფუძვლო ბრალდებებისთვის ადგილი დათმობა, თურქეთში გასამართ 24 ივნისის არჩევნებზე ამომრჩეველს ხელს ვერ შეუშლის იმაში, რომ მანთ ხმა ერდოღანს მისცენ. ეს მხოლოდ, როდესაც საქმე ეხება დასავლეთის მედიაში თურქეთის გაშუქება, ჟურნალისტიკისა და პოლიტიკური კომენტარების დაბალ სტანდარტებს წარმოაჩენს.

24 ივნისის რჩევნები მნიშვნელოვანია არა მხოლოდ თურქეთის, არამედ ახლო აღმოსავლეთის, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატებისთვის მნიშვნელოვანი თურქეთის პოლიტიკური სტაბილურობის, კონომიკური ზრდის  და საერთო უსაფრთხოების კუთხით. როგორც ნატო-ს წევრი, თურქეთის ძალა მისი მოკავშირეების ძალაა, მაგრამ საფრთხეები, რომლებიც თურქეთის წინაშე დგას, ნატო-ს მოკავშირეებმაც საფრთხეებად უნდა განიხილონ.

ნებისმიერ შემთხვევაში, 24 ივნისს საბოლოო გადაწყვეტილებას მედია საშუალებები ან ინტერესთა ჯგუფები კი არა, საკუთარი ნებით და არჩევანით თურქი ამომრჩეველი მიიღებს.

 



მსგავსი ინფორმაციები