TANAP-ი 4 ქვეყნის პრეზიდენტების თანდასწრებით გაიხსნა

ამ გაზსადენთ შაჰდენიზის აირი თურქეთს და ევროპას მიეწოდება

TANAP-ი 4 ქვეყნის პრეზიდენტების თანდასწრებით გაიხსნა
TANAP-ი 4 ქვეყნის პრეზიდენტების თანდასწრებით გაიხსნა
TANAP-ი 4 ქვეყნის პრეზიდენტების თანდასწრებით გაიხსნა

TANAP-ი 4 ქვეყნის პრეზიდენტების თანდასწრებით გაიხსნა

აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის, საქართველო-თურქეთზე გავლით ევროპაში მიმწოდებელი ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი გაზის მილსადენის, TANAP-ისსაზეიმო  გახსნა თურქეთის ქალაქ ესკიშეჰირში მოეწყო. საზეიმო გახსნას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტი მუსტაფა აქინჯი და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსულმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „დღეს ენერგეტიკის „აბრეშუმის გზად“ აღიარებული ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი გაზის მილსადენი, ტანაპის პროექტი გავხსენით. ჩვენ ენერგეტიკას დაპირისპირების   კი არ, არამედ,  თანამშრომლობის და თანადგომის საგნად მივიჩნევთ. TANAP-ი  ჩვენი საერთო ხედვის ბოლო ნაყოფია. იგი ასევე სამომავლოდ ჩვენს მიერ განსახორციელებელი პროექტების საწინდარია. პროექტის ამოქმედებისას პირველი ეტაპისათვის წლიურად 16 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი გაზის მიწოდება იგეგმება. აქედან 6 მილიარდ კუბურ მეტრს თურქეთი მოიხმარს, ხოლო 10 მილიარდი კუბური მეტრი ევროპას მიეწოდება“. პრეზიდენტმა ბოლოს ისიც აღნიშნა, რომ საბერძნეთის საზღვართან პირველი გაზის მიწოდება 2019 წლის ივნისისთვის არის დაგეგმილი. 



მსგავსი ინფორმაციები