გლობალური პერსპექტივა 24

წინა საარჩევნო პერიოდი

გლობალური პერსპექტივა 24

გლობალური პერსპექტივა 24.2018

ქუდრეთ ბულბული

ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის პროფესორი

წინა საარჩევნო პერიოდი

თურქეთში მალე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. კანდიდატები და პარტიები წინასაარჩევნო კამპანიას აქტიურად ეწევიან. თურქეთის ისტორიაში ჩასატარებელ საპრეზიდენტო სისტემის პირველ არჩევნებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ წინასაარჩევნოდ ნორმალური პროცესი მიმდინარეობს და არა წარსულში არსებული პოლარიზებული.

 რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?

ახლა ამ თემასთან დაკავშირებით  ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ქუდრეთ ბულბულის შეფასებას გთავაზობთ...

50+1%-ს ასაღებად კომპრომისული პოლიტიკის აუცილებლობა:

თურქეთში ჩატარებულ წინა არჩევნებს თუ გადავხედავთ,  20%-ის ამღები პარტია შეიძლება მთავრობის სათავეში მოსულიყო. სამართლიანობის და განვითარების პარტიამ (AKP) კი მისთვის რთული ნაბიჯი გადადგა და საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლა მოითხოვა, რისთვისაც სულ  მცირე ხმების 50+1% ესაჭიროებათ. ახლა პოლიტიკურ პარტიებს მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლის ხმები არ ჰყოფნით. კანდიდატებს მთავრობაში მოსასვლელად უფრო ფართო საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდებათ, რათა  50+1%-ს ხმების მისაღებად ამომრჩევლები დაარწმუნონ. ამისათვის კი ყველა კანდიდატს უფრო კომპრომისული განცხადებების გაკეთება ევალებათ.

მეორე ტურის შესაძლებლობა:

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი კვლევების მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნები პირველ ტურში დამთავრდება, ოპოზიციური პარტიები არჩევნების მეორე ტურზე ვარაუდობენ და ამისათვის მუშაობენ. ეს ყველაფერი თეორიულადაც რომ განხორციელდეს, კანდიდატებს უფრო კომპრომისული განცხადებების გაკეთება და სიფრთხილე ესაჭიროებათ. განსაკუთრებით კი ოპოზიციურ პარტიებს, რადგან მათ მხოლოდ საკუთარი ამომრჩევლებით ხმების 50+1%-ს მიღება არ შეუძლიათ რა, მმართველი AKP-ს ხმებიც სჭირდებათ.  იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნები პირველ ტურში ვერ დამთავრდა და მეორე  ტურში გადავიდა, კანდიდატებს სხვადასხვა პარტიებთან ალიანსის შექმნა მოუწევთ, ამიტომ ახლა გასაკეთებელ ყველა განცხადებას დიდი მნიშვნელობა აქვს. 

ამომრჩეველს შეუძლია საკუთარი კანდიდატურა წამოაყენოს:

წინა საპრეზიდენტო არჩევნებზე, მხოლოდ პარლამენტში მყოფ პარტიებს შეეძლოთ კანდიდატის წამოყენება. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ამომრჩეველს სრულად არ შეეძლო სასურველი კანდიდატისთვის მიეცა ხმა, რაც დემოკრატიის და თავისუფლების თვალსაზრისითაც დიდი ნაკლოვანება გახლდათ. ახალი სისტემით კი, ეს ნაკლოვანებები აღმოფხვრილ უნდა იქნას. 100 ათასი ხელმოწერით ყველას შეძლია საკუთარი საპრეზიდენტო კანდიდატურა წამოაყენოს.

ალიანსების წინასაარჩევნოდ  შექმნა:

თურქეთში, წინა არჩევნების პერიოდში, პარტიებს შორის ალიანსის შექმნა არაკანონიერად ითვლებოდა. მიმდინარე არჩევნებისთვის კი პარტიების უმრავლესობამ  „რესპუბლიკური“ და „სახალხო“ ალიანსი შექმნეს. წინასაარჩევნო დაძაბულობის შემცირებას პოლიტიკურ პარტიებს შორის ალიანსის შექმნამაც შეუწყო ხელი.  ადრე კი კოალიცია და ალიანსები ძირითადად არჩევნების შემდეგ ყალიბდებოდა.  ალიანსმა ასევე 10%-იანი ბარიერის პრობლემაც ნაწილობრივ მოხსნა რადგან პატარ-პატარა პარტიებსაც მიეცათ პარლამენტში მოხვედრის შესაძლებლობა.

დისკრიმინაციული იდენტობის პოლიტიკა ამომრჩეველს აღარ აკმაყოფილებს:

მიმდინარე არჩევნებზე განსაკუთრებით  მემარცხენე პარტიების მხრიდან, რეაქციულ-პროგრესული, სეკულარული, ანტი-სეკულარული, თანამედროვე და  ათათურქის მხარდაჭერის  მსგავსი განცხადებები აღარ ისმის. ამის მთავარი მიზეზი  საარჩევნო სისტემაში შეტანილი ცვლილებები გახლავთ. რადგან, ყველა პარტიას და საპრეზიდენტო კანდიდატს ხმების 50+1% ესაჭიროებათ.

ტერორისტების მხარდამჭერებისგან შორს დგომა:

წინა საარჩევნო პროცესში კიდევ ერთი გასათვალისწინებელი ელემენტი ის გახლავთ, რომ ტერორისტების მხარდამჭერად აღიარებულ ხალხთა დემოკრატიული პარტია, HDP-სთან არცერთმა პარტიამ ალიანსის შექმნა არ ისურვა. ეს ყველაფერი კი საზოგადოების ზეწოლის შედეგად მოხდა, რაც დემოკრატიის თვალსაზრისით მნიშვნელოვანია.

პოპულიზმის გაზრდა:

წინასაარჩევნოდ პოპულიზმი საგრძნობლად გაიზარდა ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ კანდიდატებს სურთ ხმების რაოდენობა და მრავალფეროვნება გაზარდონ. ეს ყველაფერი კი განსაკუთრებით ოპოზიციურ პარტიებში შეიმჩნევა.

ახალი პოლიტიკა:

მაშინ, როდესაც თურქეთი მისი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე მრავალი რისკების წინაშე დგას, შიდა პოლიტიკა გამაერთიანებელი უნდა იყოს და არა პოლარიზებული.  ეს ყველაფერი კი ქვეყნის მომავლისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლით ეს ყველაფერი უფრო ადვილი განსახორციელებელი იქნება, ამიტომ კანდიდატებმაც სწორედ ამ მიმართულებით  უნდა იმუშაონ. რათა ამომრჩევლებისგან უფრო მეტი მხარდაჭერა მოიპოვონ. როგორც იტყვიან პოლიტიკა „შესაძლებლობების ხელოვნებაა“

წერს, ანკარის ილდირიმ ბეიაზეთის უნივერსიტეტის პოლიტიკური მეცნიერების ფაკულტეტის დეკანი პროფესორი, ქუდრეთ ბულბული.



მსგავსი ინფორმაციები