თურქეთი ელექტრომობილის წარმოებას იწყებს

პირველი ელექტრომობილი კონვეიერიდან 2021 წელს გადმოვა

თურქეთი ელექტრომობილის წარმოებას იწყებს

 

პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქული წარმოების პირველი ელექტრომობილი კონვეიერიდან 2021 წელს გადმოვა და მისი სერიული წარმოება ქვეყანის მთლიანი შიდა ეროვნულ შემოსავალს 50 მილიარდ ევროს შესძენს.

სოციალურ ქსელ Twitter-ის საშუალებით გავრცელებულ ვიზუალურ მესიჯში ერდოღანი სამამულე წარმოების ელექტრომობილის წვლილს ეხება თურქეთის ეკონომიკაში და წერს: “

“თურქული ელექტრომობილის წარმოება ხელს შეუწყობს დაახლოებით 100-მდე სექტორის განვითარებას, დაიხვეწება ტექნოლოგია და პროგრამული უზრუნველყოფა და ციფრულ ტექნოლოგია, შეამცირდება ქვეყნის ნავთობზე დამოკიდებულება და ჭკვიანი მართვის სისტემები აისახება მომავლის ტექნოლოგიებშიც“

ვიზუალურ მესიჯში ერდოღანი საავტომობილო ინდუსტრიის ექსპორტის მონაცემებს აჩვენებს და ხაზს უსვამს, რომ ეს ციფრი 2002 წელს 4.8 მილიარდი დოლარი იყო, მათი მმართველობის პერიოდში ეს ციფრი  6-ჯერ გაიზარდა და 2017 წელს 28.5 მილიარდი დოლარი შეადგინა, ხოლო საავტომობილო ინდუსტრიის წლიური წარმოება 2002 წელს თუ 347 ათასს ცალს შეადგენდა, 2017 წელს 4.8 ჯერ გაიზარდა და 1 მილიონ 696 ცალს მიაღწია



მსგავსი ინფორმაციები