თურქეთი მიესალმა ტრამპ-კიმის შეხვედრას

“ანკარა მხარს დაუჭერს დაძაბულობის განმუხტვას“

თურქეთი მიესალმა ტრამპ-კიმის შეხვედრას

 

თურქეთი, კმაყოფილებით შეხვდა აშშ-ს და კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის ლიდერების ხელმოწერით გამოქვეყნებულ ერთობლივ დეკლარაციას, რომელიც კორეის ნახევარკუნძულზე საბოლოო მშვიდობის დამყარებას ემსახურება

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორი ქვეყნის ლიდერების გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური წერილობითი განცხადება გაავრცელა და მასში აღნიშნა, რომ სინგაპურში, დონალდ ტრამპისა და კიმ იონგ უნს შორის შემდგარმა მოლაპარაკებებმა, მიღებულმა დადგენილებებმა და ხელმოწერილმა შეთანხმებებმა საფუძველი მოუმზადა ორ ქვეყანას შორის ახალ ურთიერთობებს, რომელიც რეგიონში ბირთვულ განიარაღებას და მყარი მშვიდობის განმტკიცებას შეუწყობს ხელს, რასაც მიესალმება და მხარს უჭერს ოფიციალური ანკარა

 "თურქეთი, კორეის ნახევარკუნძულზე სტაბილურობისა და მშვიდობის განმტკიცების გზაზე კვლავაც გააგრძელებს ძალისხმევის გამოჩენას და ყველანაირ მხარდაჭერას აღმოუჩენს რეგიონში დაძაბულობის განმუხტვის მცდელობებს", ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან გამოქვეყნებულ განცხადებაში.



მსგავსი ინფორმაციები