რატომ გაიმარჯვა ერდოღანმა?

იბრაჰიმ ქალინი, გაზეთ Daily Sabah-სთვის დაწერილ სტატიაში 24 ივნისი არჩევნებს აფასებს

რატომ გაიმარჯვა ერდოღანმა?

თურქმა ამომრჩეველმა 24 ივნისს კრიტიკული საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ჩაატარა. არჩევნებში აქტივობა 80%-ზე მაღალი დაფიქსირდა. პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საპრეზიდენტო არჩევნებში 52.5%-ი მიიღო და მის ყველაზე ახლოს მყოფ მეტოქესთან შედარებით 10 მილიონზე მეტი  ხმა მიიღო. საპარლამენტო არჩევნებში კი სამართლიანობის და განვითარების პარტიამ (AKP) ხმების 42.5%-ი მიიღო. არჩევნებში სამართლიანობის და განვითარების (AKP) და ნაციონალისტური მოძრაობის  (MHP) პარტიებს შორის ჩამოყალიბებულმა  „რესპუბლიკური“ ალიანსმა პარლამეტში საჭირო უმრავლესობა მოიპოვეს. არჩევნების  შედეგებმა აჩვენა, რომ მოსახლეობა ერდოღანის და მისი პარტიის მმართველობის გაგრძელების მომხრეა. შედეგები ასევე იმის მაჩვენებელია, რომ მოსახლეობა საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლის მომხრეა. ასე რომ, ერდოღანი ახალი სისტემის პირველ პრეზიდენტად იქნა არჩეული. არჩევნების შედეგებში  ერდოღანის პოპულარობა ნათლად აისახა. ოპოზიციურმა პარტიებმაც არჩევნებში გარკვეული ხმები მიიღეს. ერდოღანი უკვე 16 წელია მთავრობის სათავეშია და ამ ხნის განმავლობაში 13 არჩევნები და ერთი რეფერენდუმი მოიგო რა, მის მეტოქეებს სულ მცირე, 20%-იანი სხვაობით მოუგო. მსოფლიოს მასშტაბით ამდაგვარი წარმატების მიმღწევი სხვა ლიდერი არ არსებობს. ამ ფაქტს არა მხოლოდ თურქეთში,  არამედ მსოფლიოს მასშტაბის მრავალი მკვლევარი ამტკიცებს. ერდოღანმა და AKP-მ 2002 წლიდან მოყოლებული ძლიერი პერფორმანსით თურქეთში პოპულარობა შეინარჩუნეს. მათ მიერ გატარებულმა პოლიტიკამ, როგორც ეკონომიკური,  ასევე სოციალური და სხვა მრავალი კუთხით, ყველა სფეროს წარმომადგენლებში ნდობა დაიმსახურა. ერდოღანის წარმატების საიდუმლოა ის პოლიტიკა, რომელიც ხალხს პრიორიტეტს ანიჭებს. მისი წარმატების საიდუმლო ასევე იმაშიც მდგომარეობს, რომ საზოგადოების ყველა ფენისათვის ჯანდაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურის და სხვა მრავალ სფეროში, შესაბამისი ღონისძიებები გაატარა. ერდოღანმა ასევე ქვეყნის სოციალური და პოლიტიკური სფერო,  თურქეთში მცხოვრებ ეთნიკურად ქურთებს, ებრაელებს, ქრისტიანებს, სომხებს და სხვა ეთნიკური თუ რელიგიური მრწამსის ადამიანებსაც გაუხსნა. მან როგორც ქურთებს, ასევე სხვა ეთნიკურ წარმომავლობებს,  საკუთარ ენაზე სიტყვის და აზრის გამოხატვის  შესაძლებლობა მისცა. ამით მან,  როგორც ქურთების, ასევე სხვა ეთნიკური წარმომავლობის ადამიანების სიმპათია დაიმსახურა. ერდოღანმა ამავე დროს სეპარატისტულ ტერ ორგანიზაცია PKK-სა და ქურთებს შორის მკაფიო ხაზი გაავლო.

საგარეო პოლიტიკაში კი მან თურქეთის საერთაშორისო პერსპექტივა გააფართოვა რა,  აფრიკაში, აზიაში და სამხრეთ ამერიკაშიც გაავრცელა.  ერდოღანი საგარეო პოლიტიკაში,  „ერთმა მოიგოს და მეორემ წააგოს“,  პრინციპს  არასდროს არ ატარებდა. მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წევრი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა, მსოფლიოს სხვა რეგიონებთან კავშირი არასდროს გაუწყვეტია. მისი  მმართველობის პერიოდში მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში, განურჩევლად ერისა და რწმენისა, გაჭირვებულებზე დახმარებამ მას საერთაშორისო პოპულარობაც მოუტანა.

ერდოღანის გამონათქვამი „მსოფლიოს ხუთზე დიდია“, შეიძლება ზოგიერთ საერთაშორისო ძალებს აწუხებს, მაგრამ   მიმდინარე გლობალური წესრიგის ერთ-ერთი მთავარი ხარვეზი სწორედ რომ ესაა. ამიტომაა, რომ ერდოღანის გამარჯვება არა მხოლოდ თურქეთში, არამედ პალესტინაში, სომალიში, მიანმარში, ავღანეთში, პაკისტანში, შუა აზიაში, ბალკანეთში და სხვა რეგიონებშიც აღნიშნეს.

რაც შეეხება ოპოზიციას, მან უნდა დაიწყოს საკუთარ ნაკლოვანებებზე ფიქრი,  რადგან, ერდოღანმა ისინი ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველა არჩევნებში დაამარცხა. ამიტომ, ოპოზიციამ კარგად უნდა გათვალოს ამომრჩეველთან, თუ როგორ უნდა მოიქცეს და რა წინადადებები შესთავაზოს მათ. 

ბოლო კვირების განმავლობაში თურქეთის არჩევნებთან დაკავშირებით, მრავალი დეზინფორმაცია მოვისმინეთ. დასავლეთის მედიასაშუალებებიდან ზოგიერთმა გაზეთებმა, იმის მაგივრად, რომ ქუჩაში მოსახლობის აზრები გამოექვეყნებინათ, მხოლოდ ოპოზიციური პარტიების კანდიდატების მხარდაჭერით შემოიფარგლნენ. ამან კი ნათელჰყო, რომ მათმა მანიპულაციებმა ამჯერადაც არ გაამართლა. ამ ყველაფერმა კი შეიძლება მათ პროფესიონალიზმშიც შეიტანოს ეჭვი. თუმცა ისიც  შიძლება, რომ  მათ ამ ბოლო არჩევნების შედეგები  ერთგვარ გაკვეთილად მიიღონ.

მოკლედ,  შედეგები ნათელია. თურქეთი საპრეზიდენტო სისტემით ახალ ეპოქაში გადადის, წერს პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ ქალინი გაზეთ „Daily Sabah“-სთვის დაწერილ სტატიაში.

 



მსგავსი ინფორმაციები