თურქეთი უზბეკეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია

თურქეთი უზბეკეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია

თურქეთი უზბეკეთის მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორია

თურქეთი,  მიმდინარე წლის პირველ ნახევარში უზბეკეთის მეოთხე ყველაზე უდიდესი სავაჭრო პარტნიორი გახდა. უზბეკეთის სახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მოცულობამ  მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის თვეში 17,7 მილიარდი დოლარი შეადგინა. ამ პერიოდში უზბეკეთმა 7,8 მილიარდი დოლარის ექსპორტი და 9,9 მილიარდი დოლარის იმპორტი განახორციელა. ამ ხნის განმავლობაში უზბეკეთის საგარეო სავაჭრო დეფიციტი  2,1 მილიარდი დოლარი გახდა.  ამავე განცხადების მიხედვით უზბეკეთის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი რუსეთი დასახელდა. მეორე ადგილზე ჩინეთი, მესამეზე ყაზახეთი, ხოლო მეოთხე ადგილზე თურქეთია.



მსგავსი ინფორმაციები