ერდოღანმა სადღესასწაულო ვიდეო მიმართვა გაავრცელა

“ვერავინ ვერ დააჩოქებს თურქეთს და მის ხალხს“

ერდოღანმა სადღესასწაულო ვიდეო მიმართვა გაავრცელა

 

პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოგანმა ყურბან ბაირამთან დაკავშირებით ვიდეო მილოცვა გამოაქვეყნა, რომელშიც ხაზგასმულია, რომ არ არსებობს განსხვავება თურქეთის ეკონომიკის წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმასა და თურქეთის დროშის წინააღმდეგ პირდაპირ თავდასხმებს შორის, რადგან, მათი მიზანი არის ერთიდაიგივე, როგორმე დააჩოქონ და დაატყვევონ თურქეთი და თურქი ხალხი.

"ჩემო ძვირფასო ხალხო, მიყვარხართ და გულწრფელი გრძნობით გილოცავთ წმინდა დღესასწაულს, ყურბან ბაირამობას  და ამასთან გულწრფელად ვემადლიერები ალაჰს, რადგან კიდევ ერთი დღესასწაულის აღნიშვნის შესაძლებლობა მოგვცა", აღნიშნულია ერდოღანის მილოცვაში.

იგი ამავე მესიჯში ბაირამობას ულოცავს მთელ მუსლიმანურ სამყაროს და მშვიდობას და სტაბილურობას უსურვებს მთელს კაცობრიობას. პრეზიდენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველანაირ თავდასხმას, რომელიც მიმართულია თურქეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ, როგორც ადრე, ახლაც და მომავალშიც საკადრის პასუხს გასცემენ.

“ყველა ამ თავდასხმის მიზანია ჩვენი სამშობლოს დამონება, მაგრამ, ის ავიწყდებათ, რომ თურქ ხალხს მონობაში ყოფნას სიკვდილი ურჩევნია. ათასგვარი ხრიკებით, ოინებით, პუტჩებით, ტერ ორგანიზაციებით, ეკონომიკური ზეწოლებით, სავალუტო ომებით ცდილობენ ჩვენს დაჩოქებას, მაგრამ, ჩვენ არავის წინაშე ქედს არ მოვიხრით და ღმერთის წყალობით, ჩვენი ერთიანობით, სიმტკიცით ყველანაირ თავდასხმას და ზეწოლებს დავამარცხებთ“, ხაზგასმულია ერდოღანის მესიჯში



მსგავსი ინფორმაციები