კატარი და თურქეთი ფინანსურ თანამშრომლობას აღრმავებენ

ორი ქვეყნის ცენტრალურმა ბანკებმა ხელი მოწერეს Swap-ის შეთანხმებას

კატარი და თურქეთი ფინანსურ თანამშრომლობას აღრმავებენ

კატარის მხრიდან თურქეთისათვის გამოყოფილი 15 მილიარდი დოლარის საინვესტიციო პაკეტის ცხოვრებაში გატარებისათვის პირველი კონკრეტული ნაბიჯი გადაიდგა.

კატარის დედაქალაქ დოჰაში ამ ქვეყნის ცენტრალური ბანკის დირექტორმა აბდულლაჰ ბინ საუდ ალ თჰანიმ და თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის დირექტორმა მურატ ჩეთინქაიამ საზეიმო ცერემონიით მოეწერეს ხელი სავალუტო ურთიერთგაცვლის ხელშეკრულებას, Swap-ის შეთანხმებას.

კატარის ცენტრალური ბანკის ოფისში გამართულ ხელმოწერის ცერემონიალს ესწრებოდნენ ასევე ორივე ქვეყნის ოფიციალური პირები. შეთანხმება მიზნად ისახავს როგორც ორ ქვეყანას შორის ფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობას, ასევე ორივე ქვეყნის ეროვნული ვალუტებით ვაჭრობის ხელშეწყობასაც.

ექსპერტების აზრით ეს შეთანხმება ხელს შეუწყობს ასევე ორივე ქვეყნის რეზერვების გაძლიერებას.

გარიგების პირველ ეტაპზე თურქეთს 3 მილიარდი დოლარი კრედიტი გაეცემა



მსგავსი ინფორმაციები