ერდოღანმა ათათურქის აეროპორტში პრესკონფერენცია გამართა

ერდოღანმა ათათურქის აეროპორტში პრესკონფერენცია გამართა

ერდოღანმა ათათურქის აეროპორტში პრესკონფერენცია გამართა

თურქეთის პრეზიდენტ,  რეჯეფ თაიფ ერდოღანმა,  ამერიკაში, გაეროს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიაზე მონაწილეობის მიზნით გამგზავრებამდე,  სტამბოლში ათათურქის სახელობის აეროპორტში პრესკონფერენცია გამართა რა, მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა. ერდოღანმა პრესკონფერენციის დროს ერთ-ერთ ჟურნალისტის კითხვას იმის თაობაზე, რომ გამართავს თუ არა  ტრამპთან შეხვედრას, ასეთი პასუხი გასცა: „აშშ-ს მხრიდან თუ იქნება მსგავსი შემოთავაზება, მისი განხილვა მოხდება.“  პრეზიდენტმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას თუ რა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას, ამაზეც ისაუბრა  და დასძინა, რომ ძირითადად, ჰუმანიტარულ კრიზისებზე და მისი მოგვარების საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას.

ერდოღანმა პრესკონფერენციის დროს, სირიის საკითხსაც შეეხო და ამ დროისათვის ყველაზე დიდ პრობლემად მდინარე, ევფრატის აღმოსავლეთში განთავსებული ტერ ორგანიზაცია, PKK/PYD-YPG დაასახელა. მისივე თქმით სირიის კრიზისიდან 7 წელი გავიდა რა, ამ დროის განმავლობაში თურქეთის მიერ გაღებული სხვა არცერთ ქვეყანას არ გაუღია.

მეორეს მხრივ, მან  ასევე აღნიშნა, რომ ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში სხვადასხვა სფეროს ინვესტორებთანაც გამართავს შეხვედრებს და იქიდან გერმანიაში გაემგზავრება სადაც კანცლერ,  ანგელა მერკელს შეხვდება რა, მასთან ევროპაში უცხოელების და ისლამის მიმართ გაზრდილ მტრულ დამოკიდებულებებს, PKK-ს და FETÖ-ს მსგავსი ტერ ორგანიზაციების წინააღმდეგ უფრო აქტიურ ბრძოლის  საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას.



მსგავსი ინფორმაციები