სირიის საკითხზე მესამე შეხვედრა ხვალ ანკარაში გაიმართება

თურქეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციები, სირიის საკითხზე ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრას ხვალ დედაქალაქ ანკარაში გამართავენ

სირიის საკითხზე მესამე შეხვედრა ხვალ ანკარაში გაიმართება

თურქეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციები, სირიის საკითხზე ერთობლივი სამუშაო ჯგუფის მესამე შეხვედრას ხვალ დედაქალაქ ანკარაში გამართავენ.

დიპლომატიური წყაროების მიხედვით, შეხვედრა, რომელშიც ორივე ქვეყნის სათანადო სამინისტროებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, ხვალ ანკარაში ჩატარდება.

დელეგაციებს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სედათ ონალი და ამერიკის შეერთებული შტატების სირიის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს ჯეფრი უხელმძღვანელებენ.

პირველი სამუშაო შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში 8 მარტს, მეორე კი 13 ივლისს ანკარაში გაიმართა.



მსგავსი ინფორმაციები