ერდოღანი სტამბოლში იმყოფება

მან მონაწილეობა მიიღო ეროვნული სადაზვერვო კორვეტის ექსპლოატაციაში გადაცემაში

ერდოღანი სტამბოლში იმყოფება

 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიპ ერდოღანმა დღეს მონაწილეობა მიიღო სტამბოლის თუზლას დოკში, პირველი ეროვნული სასწავლო და სადაზვერვო კორვეტის, Ufuk (A-591) წყალში ჩაშვებისა და ექსპლოატაციაში გადაცემის ცერემონიაში.

აქ სიტყვით გამოსვლისას იგი შეეხო გემთმშენებლობის მრეწველობის განვითარებას და თქვა, რომ ბოლო 16 წლის განმავლობაში თურქეთმა უდიდეს წარმატებებს მიაღწია რა, ისეთი ქვეყნის პოზიციაში შევიდა, რომელიც საკუთარ სიტყვას ამბობს გემთმშენებლობაში.

იგი ანტიტერორისტულ ბრძოლასაც შეეხო და თქვა, რომ განსაკუთრებით ბოლო 3 წლის განმავლობაში უდიდესი დარტყმა მიაყენეს ქურთ სეპარატისტებს და რადიკალისტ DEAS-ელებს, რომლებიც თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურად თანამშრომლობენ ერთმანეთთან.

ერდოღანმა კიდევ ერთხელ მკაცრად დაგმო და გააკრიტიკა თავისი სტრატეგიული მოკავშირე აშშ-ი, ჩრდილოეთ სირიელი ქურთებისადმი გაწეული სამხედრო მხარდაჭერის გამო.

Ufuk (A-591) კორვეტის   საერთო ძალა 8600 კილოვატია, ანვითარებს 18 კვანტის მაქსიმალურ სიჩქარეს, აქვს 10 ტონიანი ვერტმფრენის პლატფორმა და რაც მთავარია,  მას ყველაზე მკაცრ კლიმატურ პირობებშიც კი, შეუძლია ღია ზღვაში 45 დღე  დარჩენა



მსგავსი ინფორმაციები