თურქული პრესა 07.12.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 07.12.2017

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა, აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების ნაბიჯის წინააღმდეგ მობილიზაცია დაიწყო. ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის შემაფერხებელი ნაბიჯის წინააღმდეგ პრეზიდენტი ერდოღანი სატელეფონო დიპლომატიას აგრძელებს და 13 დეკემბერს სტამბოლში ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაცია საგანგებო შეკრებაზე მიიწვია.

გაზეთი „ვათანი“ იუწყება, რომ თურქეთის დიდ ეროვნულ მეჯლისში წარმოდგენილმა ოთხმა პოლიტიკურმა პარტიამ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ იერუსალიმის თაობაზე მიღებული გადაწყვტილების წინააღმდეგ ერთობლივი დეკლარაცია გამოაქვეყნა. დიდი ეროვნული მეჯლისის გენერალურ სესიაზე აშშ-ის მიერ იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გეგმის წინააღმდეგ მომზადებული ერთობლივი დეკლარაციით პოლიტიკური პარტიების ჯგუფებმა მსოფლიო საზოგადოებას  აშშ-ს "სათავგადასვლო ინიციატივად" შეფასებული მცდელობის კატეგორიული ფორმით უარყოფის ნება” გააცნეს.

აშშ-ს მიერ იერუსალიმის ოკუპანტი ისრაელის დედაქალაქად აღიარების გამო მთელი თურქეთი ფეხზე დადგა - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. აქვე აღნიშნულია, რომ ისტორიის მანძილზე მუსლიმთა „წითელი ხაზის“ იერუსალიმისათვის თურქეთის ბევრ ქალაქში მოსახელობა ქუჩაში გამოვიდა და საპროტესტო აქციები გამართა.

გაზეთი „ჰურიეთი“ იტყობინება, რომ რუსული და თურქული საავიაციო სექტორის უფლებამოსილები, მოსკოვი-ანტალიის ხაზზე კვირაში შვიდი რეისის შესასრულებლად მესამე ავიაკომპანიის დანიშვნის საკითხზე შეთანხმდნენ. ამჟამად მოსკოვი-ანტალიის ხაზზე პირდაპირ რეისებს რუსული აეროფლოტი და თურქეთის ავიახაზები ასრულებენ.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“ იტყობინება, რომ 1998 წელში კონიაში ამოქმედებული მაკარონის მწარმოებელი ფირმა თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის ორგანიზაციის მხარდაჭერით 3 წლიანი მუშაობის შედეგად შექმნილი ე ვიტამინით, ფოსფორითა და პროტეინით მდიდარი მაკარონის ექსპორტი იაპონიის თაოსნობით 10 ქვეყანაში ხორციელდება რასაც ქვეყნის ეკონომიკაში თავისი წვლილი შეაქვს.


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები