ერდოღანი აგრძელებს სატელეფონო დიპლომატიას

იგი ტუნისის ლიდერებს ესაუბრა

ერდოღანი აგრძელებს სატელეფონო დიპლომატიას

 

თურქეთის პრეზიდენტის პრეს სამსახურის ცნობით, ერდოღანი დღეს ტელეფონით ესაუბრა ჯერ ტუნისელ კოლეგა ელ ბაჯი ქაიდ ეს სიბსის, შემდეგ კი ამ ქვეყნის პრემიერმინისტრ იუსუფ შაჰიდს და მთავარი ყურადღება ორმხრივ ურთიერთობებს და ტუნისში, ცხოვრების სიძვირის გამო დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებს დაუთმეს.

ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ ტუნისში დაწყებულ პრობლემებს ერთიანობისა და თანასწორობის ჩარჩოებში მოაგვარებენ.

თურქმა პრეზიდენტმა ტუნისელ თანამოსაუბრეებს მადლობა გადაუხადა მისი ამ ქვეყანაში ვიზიტის დროს გამოჩენილი გულთბილი სტუმართმოყვარეობის მიმართ და ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო უნდა გაძლიერდეს და გაფართოვდეს, თანაც ყველა სფეროში



მსგავსი ინფორმაციები