თურქული პრესა 17.05.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 17.05.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტი რეჯებ თაიპ ერდოღანი პალესტინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ტელეფონით ესაუბრა გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს, ირანის პრეზიდენტს ჰასან როჰანის და რუსეთის სახელმწიფოს მეთაურს, ვლადიმერ პუტინს. ერდოღანმა და მერკელმა სატელეფონო საუბრის დროს ღაზაში პალესტინელებზე თავდასხმის შედეგად წარმოქმნილ დაძაბულობაზე ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები გაუზიარეს. მათ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ არსებული სურათი პრობლემიდან  გამოსავლის მოძებნას ართულებს.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მევლუდ ჩავუშოღლუ და ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მაიკ პომპეო ერთმანეთს 4 ივნისს აშშ-ს დედაქალ ვაშინგტონში შეხვდებიან. ჩავუშოღლუ და პომპეო შეხვედრაზე სირიასა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებს, ორმხრივ ურთიერთობებს, ტერორგანიზაცია PKK-სა და ფეტულაჰის ტერორგანიზაცია/პარალელურ სახელმწიფო სტრუქტურასთან (FETÖ/PDY) ბრძოლის მსგავს საკითხებს განიხილავენ.

გაერთიანებული შტაბის მეთაური ჰულუსი აქარი, გუშინ ნატოს სამხედრო კომიტეტის გაერთიანებული შტაბების მეთაურების შეხვედრაზე დასასწრებად ბელგიის დედაქალ ბრიუსელში ჩავიდა, სადაც საბერძნეთის გაერთიანებული შტაბის მეთაურს შეხვდა - წერს გაზეთი „ვათანი“. აქვე ნათქვამია, რომ ეგეოსის ზღვაში შექმნილი დაძაბულობის შემდეგ ეს პირველი შეხვედრა იყო. ჰულუსი აქარმა ასევე შეხვედრა გამართა ამერიკელ კოლეგა, არმიის გენერალ ჯოზეფ დანფორდთან. შეხვედრაზე აქარმა და დანფორდმა ორმხრივ ურთიერთობებთან ერთად სირიასა და ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებზე ერთმანეთს თავიანთი მოსაზრებები გაუიზარეს.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ინფორმაციით, ეკონომიკურ საკითხებზე პასუხისმგებელმა ვიცეპრემიერმა მეჰმედ შიმშექმა „ტვირეტი“-თ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ პოლიტიკური ნაკრები არჩევნების შემდეგ გაუმჯობესდება. Bloomberg News-ის თურქეთის ბიუროს შეფის ბენჟამინ ჰარვეის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე საპასუხოდ შიმშექმნა განცხადა: „პოლიტიკური პრაგმატიზმი საბოლოოდ გაიმარჯვებს.  წესებზე დაფუძნებული ბაზარი ეკონომიკური წინსვლისთვის ერთადერთი სანდო არჩევანია.“

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“-ს თანახმად, ვიცეპრემიერმა რეჯებ აქდაღმა შეხვედრები გამართა ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული სახელმწიფოს პრეზიდენტ მუსტაფა აქინჯისთან და პრემიერმინისტრ ტუფან ერჰურმანთან. აქდაღმა კვიპროსში გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა: „პალესტინაში დაჭრილების თურქეთში გადმოსაყვანად თვითმფრინავის ისრაელში ან ეგვიპტეში დაშვებაა საჭიროა. ამ დრომდე ამ ორმა ქვეყანამ ამის ნებართვა არ გასცა.“


საკვანძო სიტყვები: თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები