თურქული პრესა 13.06.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული  პრესა 13.06.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით რომელშიც ყურადღებას იპყრობს სტატის სახელწოდებით  „TANAP-ი გაიხსნა“ და მასში ვკითხულობთ: აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის, საქართველო-თურქეთზე გავლით ევროპაში მიმწოდებელი ტრანს-ანატოლიური ბუნებრივი გაზის მილსადენის, TANAP-ის საზეიმო  გახსნა თურქეთის ქალაქ ესკიშეჰირში მოეწყო. გახსნის ცერემონიალს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის პრეზიდენტი მუსტაფა აქინჯი და სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი ესწრებოდნენ.

გაზეთი „Haber Türk“-ი ილდირიმის განცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: თურქეთის პრემიერმინისტრმა ბინალი ილდირიმმა ქალაქ იზმირში თავის ბულგარელ კოლეგა,  ბოიკო ბორისოვთან შეხვედრა გამართა რა, ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა, რომ თურქეთის  ევროკავშირში სრულუფლებიან წევრობასთან დაკავშირებით მცდელობები  გრძელდება. ილდირიმმა ევროკავშირის მისამართით ასევე განაცხადა, რომ მათ სამომავლო მიზნები უნდა გაამხილონ რათა ამ საკითხთან დაკავშირებით არსებულ კითხვებს  საბოლოო პასუხი გაეცეს.

გაზეთი „Vatan“ ეკონომიკის საკითხებში ვიცეპრემიერ,  მეჰმედ შიმშექის განცხადებას უთმობს ადგილს სადაც იგი აცხადებს, რომ თურქეთმა აშშ-ში მქონე ოქროს რეზერვუარები მთლიანად გამოიტანა.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საკონტეინერო გადამზიდავი კომპანიის,  ემ–ეს–სი  (MSC) პრეზიდენტმა   და მმართველმა,   დიეგო აპონტემ განაცხადა, რომ მათი გემები თურქეთშიც დაიწყებენ რეისების შესრულებას.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ თურქულმა სერიალებმა მსოფლიოს მასშტაბით სახელი გაითქვეს რა, ახლა ადგილობრივმა  თამაშებმაც  დაიწყო სახელის გათქმა. თურქი ინჟინრების მიერ შექმნილმა თამაშებმა საერთაშორისო მასშტაბით გავრცელება დაიწყეს. მათ შორისაა „Zula“ სახელწოდების თამაში, რომელიც ამ დროისათვის 100-ზე მეტ ქვეყანაში უკვე გავრცელდა.

 


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები