თურქული პრესა 12.07.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული  პრესა 12.07.2018

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ  „Star“-ით რომელშიც ნატოს სამიტზეა ყურადღება გამახვილებული და მასში ვკითხულობთ: თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ბრიუსელში კრიტიკულ ნატოს სამიტს ესწრება. სამიტის პირველ დღეს მიღებულ დეკლარაციაში ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თურქეთთან თანამშრომლობის გაღრმავების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ბრიუსელში ნატოს სამიტის ფარგლებში ჩავიდა სადაც გაკეთებულ განცხადებაში, დასავლეთის ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, რომ  თურქეთის მხრიდან რუსეთისგან შესყიდული S-400 სარაკეტო თავდაცვის სისტემის საკითხი არ უნდა იყოს იმის განსახილველი თემა, რომ თითქოს და თურქეთი ამ ნაბიჯით ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორდება. ჩავუშოღლუმ ასევე აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირეებს თურქეთის სარაკეტო თავდაცვის სისტემის საკითხი რომ დაეკმაყოფილებინათ, რუსეთისგან არ შეისყიდიდნენ.

გაზეთი „Vatan“-ი ტერ-ორგანიზაცია NSU-ს ლიდერს სამუდამო პატიმრობაზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: გერმანიაში, 2000-2007 წლებში  ათი ადამიანის, მათ შორის 8 თურქის, ბარბაროსულად მკვლელი რასისტული ეროვნულ-სოციალისტური იატაკქვეშა ტერორისტული ორგანიზაციის NSU-ს ლიდერ,  ბეატე ზსჯაეპეს 10 სხვადასხვა მკვლელობისთვის სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.

„ზეთისხილის ზეთის წარმოებაში რეკორდი თურქეთს ეკუთვნის“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: გლობალური ზეთისხილის ზეთის წარმოების მიერ გავრცელებული ანგარიშის მიხედვით 2016-2017 წლებში მსოფლიოს მასშტაბით აღნიშნული პროდუქციის წარმოება შემცირდა მაგრამ, თურქეთმა მისი წარმოება 58 ათასი ტონით გაზარდა და 208 ათას ტონას მიაღწია. თურქეთი ამჟამად ზეთისხილის ზეთის წარმოებაში მსოფლიოს მასშტაბით მეორე ადგილზეა.  

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ ავსტრიელმა  როკ მუსიკოსმა, მწერალმა და სცენარისტმა,  ნიკ ქეივი-მ სტამბოლში 17 წლის შემდეგ კიდევ ერთი კონცერტი გამართა. იგი სტამბოლში „25-ე სტამბოლის  ჯაზ ფესტივალი“-ს ფარგლებში ჩამოვიდა.

 


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები