თურქული პრესა 19.10.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 19.10.2018

 

                       

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Vatan-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც მოლდავეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ერდოღანი ამ ქვეყანაში შემავალ გაგაუზიის ავტონომიურ რესპუბლიკასაც ეწვია და მის დედაქალაქ კომრატში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ გაგაუზების, ე.ი. ქრისტიანი თურქების თურქეთთან კავშირების დაახლოება-განმტკიცების მიზნით, უახლოეს ხანებში აქ თურქეთის საკონსულოს გახსნიან. "ჩვენ მოლდოვასთან ხელი მოვაწერეთ 5 მნიშვნელოვან შეთანხმებას და ამით უახლოეს მომავალში ჩვენი კავშირები კიდევ უფრო გაძლიერდება. ნუ დაგავიწყდებათ, ჩვენ, ადრიატიკიდან დაწყებული ჩინეთის დიდ კედლებამდე მცხოვრები 300 მილიონიანი თურქული ოჯახის წევრები ვართ", - განაცხადა ერდოღანმა, აღნიშნავს გაზეთი ვათანი.

Hürriyet-ი იუწყება, რომ თურქეთის ხაზინისა და ფინანსთა მინისტრი ბერათ ალბაირაქი გუშინ სიტყვით გამოვიდა საგზაო მრეწველობისა და ვაჭრობის გაერთიანების სტამბოლის შეკრებაზე და შეფასება მისცა რა ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას, თქვა რომ თურქეთის ეკონომიკურ და ფინანსურ ბაზრებზე რყევები შეჩერდა და მარტო ამ ბოლო ერთ კვირაში თურქული ლირის ფასმა დოლართან მიმართებაში 21%-ით მოიმატა    

“თურქეთი სამხედრო საჰაერო ფლოტსაც ზრდის“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Star-ში და მასში ვკითხულობთ: თურქეთის შეიარაღებული ძალები ტაქტიკურ სატრანსპორტო შესაძლებლობებს ზრდის და მის ფარგლებში უკვე რიგით მე-7 A400M ტიპის სამხედრო თვითმფრინავი შეისყიდა, რომელსაც სხვანაირად მფრინავ ციხესაც ეძახიან. თურქეთის თავდაცვის მრეწველობამ ეს თვითმფრინავი ესპანეთისგან შეისყიდა და სანამ თურქეთში ჩამოიტანდნენ, მანამდის, ესპანეთის ქალაქ სევილიის სამხედრო საავიაციო ქარხანაში დამზადებული ეს თვითმფრინავი გამოსცადეს თურქმა პილოტებმა

Haber Türk-ი ეკონომიკის გვერდზე თურქეთის ერთ ერთ მძლავრ ტურისტულ ცენტრ, ფამუქქალეში ჩამოსული უცხოელი ტურისტების რაოდენობას ეხება და წერს, რომ იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესულ ფამუქქალეში, მიმდინარე წლის 9 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 40%-ით მოიმატა უცხოელ ტურისტთა რაოდენობამ და 1 მილიონ 750 ათა კაცს მიაღწია, რაც ბოლო 4 წლის სარეკორდო მაჩვენებელია

Sabah-ი კულტურის გვერდზე იუწყება, რომ ლონდონში დაწყებულ კინოფესტივალზე თურქეთს ცნობილი კინორეჟისორის, ნური ბილგე ჯეილანის ფილმი სახელწოდებით, “Ahlat Ağacı/ველური მსხალი“ წარადგენს და ეს ფილმი პირველად ნაჩვენებ იქნა ლონდონის განთქმულ კინო დარბაზ  “Curzon Mayfair“-ში რა, მაყურებლების დიდი მოწონება დაიმსახურა და იგი ფავორიტ ფილმად დაასახელეს



მსგავსი ინფორმაციები