თურქული პრესა 06.12.2018

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

თურქული პრესა 06.12.2018

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ევროპის წამყვანი მეხუთე თაობის საბრძოლო თვითმფრინავის პროექტის, ეროვნული საბრძოლო თვითმფრინავის TF-X-ის ქარის გვირაბში ტესტირება ტარდება. თურქეთს თვითმფრინავის ძალიან სწრაფად დამთავრება სურს და კონფიგურაციას ბოლო ფორმას აძლევს. თვითმფრინავის, რომელიც უმთავრესად კომპოზიტი იქნება, სერიული წარმოების 2033 წელში დაწყება და ამ დრომდე 400 შეკვეთის მიღებას გეგმავენ.

ევროპის აეროპორტების საბჭომ (ACI) რომლის წევრიც 176 ქვეყნის დაახლოებით 2000 აეროპორტია, 2008-2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა -  წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის ბაზაზე თურქეთმა ბოლო 10 წელში პირდაპირ დაკავშირებული პუნქტების რაოდენობა 191%-ით გაზარდა. თურქეთი, არაპირდაპირ დაკავშირებული პუნქტების რაოდენობის 130%-ით, აეროპორტების კავშირების 157%-ით და ქსელთან დაკავშირების შესაძლებლობის 534%-ით გაზრდით, ევროპაში ფრენების ქსელის ყველაზე მეტად გამზრდელი ქვეყანა გახდა.  

გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ თურქული ფლოტისათვის წარმოებული ყველაზე დიდი გემის „მრავალ ფუნქციური TCG Anadolu ამფიბია მოიერიშე გემის“ მშენებლობა დაჩქარდა. პროექტი, თურქეთის მიერ ერთ ჯერზე წარმოებული ყველაზე დიდი თავდაცვის პროექტი და გლობალურ ძალად გადაქცევის მცდელობის ყველაზე დიდი მაგალითია. აღნიშნული გემის ჩაბარების ვადა 1 წლით წინ გადმოწიეს და გემ TCG Anadolu-ს 2020 წლის ბოლო კვარტალში გადასცემენ საზღვაო ძალებს.

გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ოქტომბერში თურქეთში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 25.5%-ით გაიზარდა და 3,8, მილიონს მიაღწია. ჩამოსული გერმანელი ტურისტების უმრავლესობამ უპირატესობა იზმირს მიანიჭა. იზმირმა ოქტომბრამდე რუს, ფრანგ, ინგლისელ, გერმანელ და სხვა 966 ათასზე მეტ ტურისტს უმასპინძლა. თურქეთში ჩამოსული ტურისტების რაოდენობის მიხედვით 604 ათას 73 ადამიანით პირველ ადგილზე რუსეთია, მეორე ადგილზე 589 ათას 626-ით გერმანია, 264 ათას 17 ადამიანით კი ინგლისი მესამეა.

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, აღმოჩნდა, რომ ინგლისის პრემიერ ლიგაში მოთამაშე ერთ-ერთი ყველაზე ძველი კლუბებიდან Newcastle United-ის ერთ-ერთი თურქული კონსორციუმის მიერ შესყიდვის შესაძლებლობა არსებობს. კლუბის შესყიდვით სამი პიროვნებაა დაინტერესებული, რომელთაგანაც ერთ-ერთი თურქია. თურქული კონსორციუმი, რომლის ვინაობაც უცნობია, სეზონის დასაწყისიდან აწარმოებს მოლაპარაკებებს კლუბის შესყიდვაზე. ასევე კლუბის შეძენა სურს ერთ-ერთ მულტიმილიარდერს. მესამე პიროვნება კი ამერიკული კლუბ Atlanta United-ის მფლობელი არტურ ბლენკია.

 


საკვანძო სიტყვები: თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები