უცხოური პრესა 23.03.2018

უცხოური პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა

უცხოური პრესა 23.03.2018

უცხოური პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა

თურქულ-ამერიკული საინფორმაციო პორტალი: „ვიცეპრემიერმა ბექირ ბოზდაღმა განაცხადა, რომ სირიის აფრინის რეგიონშიო ტერორისტებმა აშშ-ს მიერ მიცემული იარაღი დაყარეს და გაიქცნენ.“

ამერიკული საინფორმაციო სააგენტო AP : „პრეზიდენტმა რეჯებ თაიპ ერდოღანმა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.“

ყირიმის საინფორმაციო სააგენტო QHA: „მსოფლიო ბანკი თურქეთს 45 მილიონ 450 ათასი ევროს ოდენობის გრანტს მისცემს.“

რუსული „სპუტინიკი“-ს ინტერნეტ პორტალი: „ვიცეპრემიერმა და მთავრობის პრესსპიკერმა, ბექირ ბოზდაღმა აშშ-ს აფრინის თაობაზე უპასუხა; „მცდარი ინფორმაციებით ცდილობენ აღქმის შექმნას.“

თურქულ-ამერიკული საინფორმაციო პორტალი: „პრეზიდენტის პრესსპიკერმა იბრაიმ ქალინმა, თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ სირიის აფრინის რეგიონში წარმოებულ ოპერაცია „ზეთისხილის რტო“-სთან დაკავშირებით განაცხადა: „რუსეთთან კოორდინაციაში ყოფნა სხვა მოკავშირეებისთვის ზურგის შექცევას არ ნიშნავს.“

ყირიმის საინფორმაციო სააგენტო QHA: “საგარეო ვაჭრობაში ევროკავშირის სიდიდით მეხუთე პარტნიორი თურქეთია.“

ამერიკული საინფორმაციო არხი CNN: „თურქეთიდან სერბეთს 400 მილიონ დოლარიანი კრედიტი.“

რუსული რადიო და საინფორმაციო სააგენტო „სპუტნიკი“: „ედირნეში სამხედრო აკრძალულ ზონაში დაკავების შემდეგ დაპატიმრებულ საბერძნეთის არმიის წევრ ორ სამხედროს მახსოვრობის სიმბარათი აღმოაჩნდათ, რომელშიც სამხედრო ნახაზები იყო ჩატვირთული.“  

გერმანული „დოიჩე ველე“: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ მიანიშნა, რომ სირიაში სეპარატისტული ტერორგანიზაცია PKK/PYD-YPG-ს მიერ აღებული მენბიჩის საკითხზე თუ აშშ-თან მოლაპარაკებები შედეგს არ გამოიღებს, შესაძლოა თურქეთმა მდინარე ევფრატის აღმოსავლეთში ოპერაცია ჩაატაროს.“

რადიო „ამერიკის ხმა“:თურქეთის არმიამ ტერორისტებისგან გაწმენდილ სირიის აფრინის რეგიონში ჰუმანიტარული დახმარების განაწილება დაიწყო. აფრინის მოსახლეობა დიდ ინტერესს იჩენს თურქი სამხედროებისადმი.“

ჩინეთის საერთაშორისო რადიო: „თურქეთმა ტურიზმში ყურადღება შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებზე გადაიტანა. 2018 წელში შესაძლოა ჩინეთიდან თურქეთში 1 მილიონი ტურისტი ჩავიდეს.“

 


საკვანძო სიტყვები: უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები