უცხოური პრესა 01.06.2018

უცხოური პრესის ყოველკვირეული მიმოხილვა

უცხოური პრესა 01.06.2018

ყირიმის საინფორმაციო სააგენტო „QHA“: უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა ულიანა სუპრიუნმა განაცხადა, რომ თურქეთის  სასწრაფო დახმარების მომსახურების წესრიგმა მათზე დიდი ზეგავლენა მოახდინა.

ყირიმის საინფორმაციო სააგენტო „QHA“: მსოფლიოს მასშტაბით 450 მაღაზიის მფლობელი თურქული ტექსტილის ბრენდი Defacto უკრაინის ბაზარზე შედის.

გერმანული ჟურნალი „Der Spiegel“: გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰეიკო მაასიმ ქალაქ, ზოლინგენის მასიური მკვლელობის 25-ე წლისთავთან  დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში  აღნიშნა, რომ იმ პერიოდში,  თურქების მიმართ განხორციელებული რასისტული თავდასხმები სამარცხვინოა.

ირანული საინფორმაციო სააგენტო „IRNA“: პაკისტანმა თურქეთიდან შესასყიდი 30 მოიერიშე ATAK-ის სახელწოდების ვერტმფრენის შესასყიდად შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა.

რადიო რუსეთის ხმა: რუსული გაზის თურქეთის გავლით ევროპაში მისაწვდენი თურქული ნაკადის მეორე ხაზის მშენებლობა იწყება რა, იგი 2019 წელს დასრულდება.

 ინგლისური საინფორმაციო სააგენტო „Reuters“: თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის რუს კოლეგა, ვლადიმერ პუტინს  ტელეფონით ესაუბრა რა დროსაც მათ,  სირიაში მიმდინარე ბოლო მოვლენების  და ქვეყნებს შორის ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ირანული საინფორმაციო სააგენტო „IRNA“: თურქეთში გამართულ ბოლო უშიშროების საბჭოზე აღნიშნული იქნა, რომ ანკარა,  პალესტინის ღირებულებებს საერთაშორისო არენაზე ყოველთვის  დაიცავს.

ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო „BBC-ს თურქული ვებგვერდი“:  თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ სეპარატისტული ტერ ორგანიზაცია, PKK-ს სირიის ფრთა YPG მემბიჯიდან გავა.

თურქულ-ამერიკული საინფორმაციო პორტალი: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ „თურქული ნაკადი“-ს გაზსადენის პროექტის  ევროპის მიმართულებით გაგრძელებასთან  დაკავშირებით,  თურქეთთან მუდმივ კონტაქტში არიან.

გერმანული „DW“-ს ინტერნეტ გვერდი: თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ევროკავშირი თურქების და თურქეთის მიმართ ორპირად იქცევა.

 


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები