უცხოური მედია 12.02.2019

უცხოური მედიის მოკლე მიმოხილვა

უცხოური მედია 12.02.2019

გთავაზობთ სათაურებს დღევანდელი უცხოური მედიიდან

ლიბანური „ალ-ჰაიათ“:   სოჭის სამიტის წინ რუსეთი და თურქეთი, იდლიბში უსაფრთხოების შექმნის საკითხში შეთანხმდნენ.

„ალ-რაია ალ-კატარია“:  (კატარი) ბაჰრეინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მეფის ისრაელთან ურთიერთობის დარეგულირების სურვილის შესახებ თელ-ავივს აუწყეს.  

ესპანური „ელ პაისი“:   პოლიციამ, დამოუკიდებლობის მომხრე ლიდერის და მისი მომხრეების წინააღმდეგ შეტანილი საჩივრის სასამართლო პროცესის დროს მხარეებს შორის მოსალოდნელი დაპირისპირების გამო გამაფრთხილებელი განცხადება გააკეთა.

„ლა ტერცერა“: (ჩილე)  ჩილემ, 2018 წელს რეკორდული რაოდენობის სპილენძის წარმოებით, მსოფლიო სპილენძის ბაზარზე საკუთარი თავი ისევ  დაიმკვიდრა.  

„ელ უნივერსალ“:  (მექსიკა) კანადაში ტრეფიკინგის მსხვერპლად ქცეული 43 მექსიკელი გათავისუფლებულ იქნენ.

ფრანგული გაზეთი „ლე მონდე“: პარიზის შემოგარენში ორი ტრამვაის შეჯახების შედეგად 12 ადამიანი დაშავდა.

ფრანგული გაზეთი „ლე ფიგარო“:   2018 წელში საფრანგეთში ებრაელების მიმართ თავდასხმები 74%-ით გაიზარდა.

ფრანგული გაზეთი „ლე პარიზიან“:  სკოლების შესახებ მომზადებული კანონი, კლასებში საფრანგეთის და ევროპის დროშების ერთობლივად აღმართვას ითვალისწინებს.

გერმანული „დოიჩე ველე“: მოსისხლე მტრები-ისრაელმა ირანი თავდასხმის თაობაზე გააფრთხილა.

გერმანიის ყოველდღიური გაზეთი „ბილდი“: ფათიჰ აქინის ბოლო ფილმი - ‘ოქროს ხელთათმანი’ - ქალებმა არ უნდა უყურონ  ამ ფილმს?

გერმანული ეკონომიკური გაზეთი „ჰანდელსბლატი“: გერმანიის მმართველი „ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის“ თავმჯდომარის კრამპ-კარენბაუერის განცხადებით, საზღვრის გაკონტროლება  ჰუმანიტარული და მკაცრი ზომების ჰარმონიით უნდა მოხდეს.

რუსული გამომცემლობა „რია ნოვოსტი“: რუსეთის და თურქეთის თავდაცვის მინისტრებმა, იდლიბში დეესკალაციის ზონის შექმნის საკითხები განიხილეს.

რუსული „იზვესტია“: რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციიდან (OPCW) გასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ცოტა ადრეა.  

რუსული საინფორმაციო სააგენტო „ტასი“: იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: „რუსეთთან გასაფორმებელი სამშვიდობო შეთანხმება, მოსკოვის მხრიდან სამხედრო კომპენსაციის გადახდასაც მოიცავს.

 

 


საკვანძო სიტყვები: მიმოხილვა , უცხოური პრესა

მსგავსი ინფორმაციები